კატეგორიის გარეშე

,,ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი “ბოზია” თუ ოჯახს დაანგრევს”

,,ყველამ იცით, რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ…

ჩემი აზრით, უფლებების დამცველებმა, არ აქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი “ბოზია” თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა, სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.

აი ასეთ ხალხს რომ ეტყვი “ჩემი ფუჩუ ჩემია” ან, უცეკვებ პრობლემა მოგვარდება თურმე.

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენო, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს, რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის სმხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში. და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია.

#საქმელაპარაკისნაცვლად

” _ წერს ჟურნალისტი ნანიკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Related Articles

Back to top button
Close