პოლიტიკა

,,ბაიდენის პრეზიდენტობა ნიშნავს, რიგგარეშე არჩევნებს საქართველოში და კოალიციური მთავრობის გარდაუვალობას გაზაფხულზე”

ლევან ბოძაშვილი, კონსტიტუციონალისტი:

_ რას ნიშნავს ბაიდენის პრეზიდენტობა, მათ შორის საქართველოსთვის:

1. ტრამპის ტრანსატლანტიკური დაძაბულობა დასრულდება. ევროპელები აღარ იქნებიან “მიტოვებულის” კომპლექსით და ნაკლებს იფიქრებენ ავტონომიურ ევროარმიის ილუზიებზე, რუსეთთან იძულებით ჩახუტებაზე” და ა.შ. გერმანიაში სამხედრო კონტინგენტის დიდი ალბათობით დაბრუნებას; ნატოს ფარგლებში მორღვეული ერთიანობის აღდგენას და გაფართოებაზე ეფექტიან მიდგომებს. სავარაუდოდ, ბრიტანეთის დაბრუნებას ევროკავშირში.
2. რუსეთის მიმართ როგორც მინიმუმ ექსპონენციურად გაზრდილ სიმკაცრეს, სანქციების გაძლიერებისა და აღმ.ევროპული შეკავების პოლიტიკის გაფართოებით.
3. ჩინეთის მიმართ გაცილებით კრიტიკული შეკავების პოლიტიკას;
4. საერთაშორისო დემოკრატიზაციის პროგრამების დაფინანსების აღდგენას.
5. კავკასიის რეგიონის მიმართ მეტ ყურადღებას, საქართველოს პარტნიორული როლის გაზრდას და მეტ პირობითობას დემოკრატიზაციის, სასამართლოსა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.
6. აგრესიული ნეოლიბერალიზმის დასასრულს და პროგრესული დემოკრატიის განვითარებას, მეწილეობითი კაპიტალიზმიდან აქციონერულ კაპიტალიზმზე გადასვლის პოლიტიკას. (გაგიკვირდებათ, მაგრამ ასე იქნება).
7. ტექნოლოგიების განვითარებას; გლობალური კორპორატივიზმის გადაჭარბებული ძალაუფლების კონტროლქვეშ მოქცევის მცდელობას;
8. დრომოჭმული და დეგრადაციული რეჟიმების ცვლილებებს, ყველგან.
9. რიგგარეშე არჩევნებს საქართველოში და კოალიციური მთავრობის გარდაუვალობას გაზაფხულზე.

წყარო: http://www.gmtv.ge

 

Related Articles

Back to top button
Close