საზოგადოება

,,მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს”

  კახი კალაძე, თბილისის მერი:

_ მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მეტრომ მუშაობა განაახლა. რაც შეეხება გაფიცვის პროცესს, გუშინ ღამით, ჩვენსა და გაფიცულ მემანქანეებს შორის შეხვედრა შედგა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. ასევე, მოვისმინეთ მათი მხრიდან არსებული პრობლემები, რომელიც მემანქანეებს აწუხებთ. ჩემი მხრიდან იქნა მიცემული პირობა, რომ 2019 წელს, აუცილებლად დავუბრუნდებით ამ საკითხს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მემანქანეს, რომ მათ არსებული მდგომარეობა გაითავისეს. მოხდა შეთანხმება, მივაღწიეთ გარკვეულ კომპრომისს და შედეგი გვაქვს სახეზე, რომ მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო ავტობუსის მძღოლებს, იმ შრომისთვის, რაც მათ ამ დღეების განმავლობაში გაწიეს. მესმის, რომ ძალიან რთული იყო ამ პირობებში მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა კი, მინდა გადავუხადო დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რაც ძალიან დასაფასებელია. გაძლევთ პირობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი ჩვენი მომავალი თაობებისთვის უკეთესი იყოს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close