საზოგადოება

,,დედების ფონდი”-ს მუშაობის ახალი ეტაპი – ბენეფიციარებს მკურნალობას და დიაგნოსტირებას უცხოეთში ჩაუტარებენ

,,დედების ფონდი” თანამშრომლობას სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტთან, პაატა რატიანთან იწყებს. თანამშრომლობის ფარგლებში ,,დედების ფონდი”-ს ბენეფიციარები მიიღებენ მკურნალობის საუკეთესო ხარისხს და ზუსტ დიაგნოსტირებას. ისინი მკურნალობის ეტაპს კომფორტულად გაივლიან.

,,ხშირად ხდება, რომ საქართველოში ზუსტი დიაგნოზი ვერ დგინდება, ოჯახს უწევს ნაცნობ-საახლობლოში გაკითხვა სად წაიყვანოს პაციენტი. იწყებენ მკითხაობას, ჩადიან უცხო ქვეყანაში ისე, რომ არ იციან ენა, რის გამოც აწყდებიან ბევრ დაუგეგმავ ხარჯს_ სასტუმროში, კვებისა და გადაადგილების დროს. შესაძლოა, კლინიკისგან მიიღონ გაბერილი ფასიც და იძულებულნი გახდნენ, ამაზე დათანხმდნენ.

ამ ყველაფერს ჩვენ უკვე თავიდან ავირიდებთ და ზუსტად გვეცოდინება, სად და რომელ კლინიკაში უნდა გავგზავნოთ ბენეფიციარი” _ ამბობს ,,დედების ფონდი”-ს დამფუძნებელი, ვიოლეტა ჩიმჩიური.

,,დედების ფონდი” გადადის მუშაობის ახალ ეტაპზე. ფონდში შემოსული ნებისმიერი ბენეფიციარის განცხადება გაივლის სერიოზულ ფილტრს. იმ შემთხვევაში თუ დიაგნოსტირება ვერ ხერხდება საქართველოში, ან ხერხდება და შემდგომ მისი მკურნალობა არის შეუძლებელი, პაციენტები მოხვდებიან თურქეთის, ესპანეთის, იაპონიის, უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და სხვა ქვეყნების ცნობილ კლინიკებში.

კლინიკებთან უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ,,დედების ფონდი”-ს ბენეფიციარები სპეციალურ ფასს და მომსახურებას მიიღებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close