საზოგადოება

,,რა უფლებით მოუწოდებთ ზაზა სარალიძეს, გაემიჯნოს ადამიანს, რომელიც დაეხმარა?”

ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი:

_ ჩემი სრულიად ზედაპირული დაკვირვებით ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა მეგობრები არიან. რამდენიმე თვეა კუპრავა ჩართულია ამ საქმეში, გვერდიდან არ შორდება, ეხმარება ამ კაცს, როგორც ჩანს გამოძიების პროცესშიც, როგორც ჩანს მისი პრობლემის გახმაურებაშიც… ჰოდა, ვინც გუშინ პირველად ნახეთ აქციაზე ზაზა სარალიძე, დიდ მადლობას კი იმსახურებთ ალბათ თანაგრძნობისთვის, მაგრამ რა უფლებით მოუწოდებთ ამ კაცს გაემიჯნოს ადამიანს, რომელიც ასე დაეხმარა. იმისათვის, რომ თქვენი ფაქიზი აპოლიტიკური მზერა არ შებღალოს, უნდა უთხრას – გაიწიე ახლა, ხედს ნუ მიფუჭებ, ასე მჭირდებაო? და ასეთი კაცი დაიმსახურებს თქვენს სოლიდარობას და პატივისცემას? მგონი მართლა სულ გამოგვატვინა ამ პოლიტიკურმა კლიშეებმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close