საზოგადოება

,,მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!”

შოვის კოტეჯების სასადილოს შეფმზარეულს, ანსამბლ ,,ბუბას" წევრს, გენო სულთანიშვილს ოჯახი ამაოდ ეძებს

,,ესაა ჩემი სიმამრი გენადი(გენო) სულთანიშვილი .სოფ.გლოლის მკვიდრი.
უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა ე.წ კოტეჯების ადგილას.
ამ ადამიანზე არავინ არაფერს არ წერთ! მითუმეტეს, ყველა რაჭველმა ფოლკლორის მოყვარულმა იცის ეს პიროვნება,მაგრამ არავის კრინტი არ დაგიძრავთ!
არის ანსამბლ “ბუბას”წევრი, უმაგრესი ადამიანი!
ნუთუ მხოლოდ ოჯახის წევრებს გვაკლია მისი ღიმილი და კაცობა-ადამიანობა?
აქამდე არ ვწერდი, იმედი მქონდა, ვინმე კულტურის წარმომადგენელს ან უბრალოდ ვინმე რაჭველს გაახსენდებოდა გენო ბაბუა!
ეხლაც იმიტომ ვპოსტავ, რომ მისი ცოცხლად პოვნის შანსი ამოგვეწურა ოჯახს!
კოტეჯების სასადილოს შეფმზარეული იყო!”- წერს მისი სიძე, მამუკა ცერცვაძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close