პოლიტიკა

“მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა”

არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მოქმედმა მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.

“დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი გაამართლებს. ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, იყო უამრავი გამოწვევა. სამწუხაროდ, ჩემი მმართველობის დროს მოხდა სტიქია, რომელმაც წაგვართვა ადამიანები და დიდი რესურსი. მიუხედავად წინაამღდეგობისა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი ბაღები ავაშენეთ, შემოვიდა ახალი ვტობუსები, მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. მომავალ მერს წარმატებებს და ჩემს გვერდში დგომას ვუსურვებ. მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა. დაპირებების აბსოლუტურად უმეტესობა შესრულებულია”,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close