საზოგადოება

,,ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?”

,,ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან"

როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს ემსახურებოდეს წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო, ნიკარაგუაში ქარი რომ ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? რა კოდექსებზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ერთი კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ცინიკურ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი, ცისტერნებით მოგიტანთ წყალს თუ დაგჭირდათო, ბარემ მეთულუხჩეები გამოუშვან და არბენინონ ქუჩა-ქუჩა- განაცხადა პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ელისაშვილმა.

შეგხსენებთ, რომ დღეს, თბილისის გარკვეულ ნაწილს, ხანგრძლივი დროით წყალი არ მიეწოდება. გარჯვეულ უბნებში წყლის ხშირად შეწყვეტის ფაქტები ხშირია, რაზეც მოსახლეობა წუხს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close