საზოგადოება

ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა ზაზა ხატიაშვილის სახელობის ჯილდო დააწესა

,,ეს ჯილდო წელიწადში ერთხელ გადაეცემა წარმატებულ ადვოკატს"

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ადვოკატთა პროფკავშირის სახელით აქვეყნებს მისალოც განცხადებას ცნობილი ადვოკატის და უფლებადამცველის, ზაზა ხატიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით.
ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშის გამგეობამ დაადგინა, ყოველწლიურად დაწესდეს ზაზა ხატიაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაეცემა წარმატებულ ადვოკატს.
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე ადვოკატთა პროფკავშირის სახელით აქვეყნებს მისალოც განცხადებას ცნობილი ადვოკატის და უფლებადამცველის, ზაზა ხატიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია: „გვაქვს პატივი და შესაძლებლობა ადვოკატთა პროფკავშირის კორპუსის სახელით 55 წლის იუბილე მივულოცოთ ჩვენს კოლეგას, ცნობილ ღვაწლმოსილ უფლებადამცველს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ექსპერტს და შესანიშნავ ღირსეულ პიროვნებას ზაზა ხატიაშვილს. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მისი მრავალწლიანი საქმიანობა, ყველა ხელისუფლების პირობებში მისი უკომპრომისო ბრძოლა და დიდი ღვაწლი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩამოყალიბებაში და მისი საზოგადოებრივი ავტორიტეტის გაზრდაში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავანწირვა სხვადასხვა ხელისუფლებების, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების დროს უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებული ათეულობით ადვოკატების უფლებების დაცვაში და ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ინსტიტუციონალურ განვითარებაში. ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე ზაზა ხატიაშვილის და მსგავსი პიროვნებების ბრძოლის შედეგად მოიპოვება. ადამიანის უფლებების დაცვით სფეროში ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს ადვოკატთა
დამოუკიდებელმა პროფკავშის გამგეობამ დაადგინა, დაწესდეს ყოველწლიური ზაზა ხატიაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც წელიწადში ერთხელ გადაეცემა გამოკითხვის შედეგად წარმატებულ ადვოკატს. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, 2017 წელს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი ლეგენდარული გერმანელი უფლებადამცველის, ჰანს ლითენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საპატიო სტუმრისა და მომხსენებლის სტატუსით დაეწრო გერმანიაში. მსგავსი რამ, არ მომხდარა საქართველოს უახლეს ისტორიაში, სადაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლეგენდის _ ადვოკატ ჰანს ლითენის სიკვდილიდან 80 წლის თავზე, გერმანიის ადვოკატთა ასოციაციამ დიდი მიღება გამართა. ღონისძიებას ესწრებოდა ბერლინის ადვოკატთა და პოლიტიკოსთა ელიტა. მას უძღვებოდა ჰანს ლითენის ძმის შვილი, საპატიო სტუმრისა და მომხსენებელის სტატუსით კი მიწვეული იყო ერთადერთი უფლებადამცველი, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მიერ 2017 წლის უფლებადამცველად აღიარებული ქართველი ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის კორპუსის სახლით ზაზა ხატიაშვილს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს შემდგომ პროფესიულ და უფლებადაცვით საქმიანობაში“, – აღნიშნულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის გავრცელებულ განცხადებაში
 ბატონ ზაზას euronews.ge ულოცავს იუბილეს და წარმატებას უსურვებს შემოქმედებით საქმიანობაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close