სხვა

მაღალი ტემპერატურა და წყალდიდობები

„ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ“

.

– ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გო­რიც უნდა იყოს, ანუ ცხე­ლი, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლად ცხე­ლი. წელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად გვექ­ნე­ბა თავ­სხმა წვი­მე­ბი, ისე­თი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვაკ­ვირ­ვოს. დე­და­მი­წა­ზე ბოლო 10 წე­ლია უკვე რე­კორ­დე­ბი მყარ­დე­ბა, ყო­ვე­ლი შემ­დე­გი წელი წი­ნა­ზე უფრო ცხე­ლია, მაგ­რამ ეს არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მხო­ლოდ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­შიც, რომ ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდას თა­ვი­სი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, ნი­ა­და­გი­სა და მცე­ნა­რე­უ­ლი საფ­რის გა­მოშ­რო­ბა. ეს ნიშ­ნავს, ერთი მხრივ გვალ­ვას, მე­ო­რე მხრივ კი გა­ხუ­რე­ბულ ჰა­ერ­ში უფრო დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის ორ­თქლის შემ­ცვე­ლო­ბას.

– რამ გა­მო­იწ­ვია ამინ­დის ასე­თი მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბა?

– ეს ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სია, რაც დე­და­მი­წა არ­სე­ბობს, მი­ლი­არ­დო­ბით წე­ლია, კლი­მა­ტი სულ იც­ვლე­ბა – ზოგ­ჯერ იწყე­ბა გამ­ყინ­ვა­რე­ბა, ზოგ­ჯერ დათ­ბო­ბა. მა­გა­ლი­თად, ჩვენს კონ­ტი­ნენტზე მე-12 სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო მცი­რე გამ­ყინ­ვა­რე­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი, ვი­ღა­ცას ქარ­ხა­ნა არ აუ­შე­ნე­ბია და მერ­ქნის გაფ­რქვე­ვა არ და­უ­წყია. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და­ი­წყო და დას­რულ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს. მერე და­ი­წყო დათ­ბო­ბის პე­რი­ო­დი, რო­მელ­შიც ახ­ლაც ვიმ­ყო­ფე­ბით, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­ამ­ძაფ­რა ადა­მი­ა­ნის მოქ­მე­დე­ბამ, ანუ სათ­ბუ­რის ეფექ­ტის მქო­ნე აი­რე­ბის გაფ­რქვე­ვამ ატ­მოს­ფე­რო­ში. ეს გა­ამ­ძაფ­რა ურ­ბა­ნულ­მა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა­მაც.

ჰიდროლოგიაშიც და კლიმატოლოგიაშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ე.წ. ქვაფენილი ზედაპირის ფაქტორი. როდესაც მოდის წვიმა, რა ზედაპირი ხვდება წვიმას დედამიწაზე? წყალგამტარი თუ წყალგაუმტარი? მაგალითად, წყალგამტარი ზედაპირია ნიადაგი, წყალგაუმტარი – ასფალტი, ბეტონი, ქვა და ასე შემდეგ. დღისით მზით გახურებული ასფალტი ღამით დაგროვებული სითბოთი ახურებს გარემოს, მაშინ, როცა ბალახის შემთხვევაში ის გრილდება.

ახლა წარმოვიდგინოთ კორპუსები, ცათამბჯენები, რომლებიც ქალაქებში ეგრეთ წოდებულ სითბურ კუნძულებს ქმნიან. ღამით მზე აღარ არის, მაგრამ ეს კორპუსები ქალაქებში გადანაწილებულია როგორც, ასე ვთქვათ, გამათბობელი ელემენტები და ღამით რომ უნდა გრილოდეს, კორპუსები და სხვა ნაგებობები გარემოს ახურებენ.

დიახ, კლიმატი იცვლება, გათბობისკენ მიდის, მაგრამ ადამიანურმა ფაქტორმა ეს უფრო გაამძაფრა და მასშტაბი გაზარდა.

– რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომ ტემპერატურამ უფრო მეტად არ აიწიოს?

– ადამიანებს რაც შეგვიძლია, ის არის, რომ თავი გადავირჩინოთ, მაგალითად, როდესაც ცხელა, წყალი დავლიოთ, შევაფაროთ თავი ჩრდილს; მაგალითად, სოფელში მაქვს სახლი, მინდა პირობები გავაუმჯობესო, ეზოში ქვა, ბეტონი დავაგო, ეს კი სახლს გამიხურებს. ხომ შემიძლია არაფერი დავაგო და ბალახი დავტოვო, ეს სახლს გამიგრილებს; არ მოვჭრა ის დიდი ხეები, რომელიც ეზოში მაქვს, ეს ჩემს დონეზე მიკრო­კლიმატს შემიცვლის. 3-4 გრადუსით ნაკლები ტემპერატურა მექნება ჩემს სამყოფელში იმის ხარჯზე, თუ ძვირ ბეტონს არ დავასხამ ეზოში, არ მოვჭრი ხეებს, პირიქით, დავრგავ… ასეთი პატარა ცვლილებები შეგვიძლია. თუმცა ქართველი საზოგადოება არა ვართ გამონაკლისი, ევროპელებიც ამ გზას დაადგნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეზოში ტალახი რომ არ მინდა, ბეტონის დასხმა არ არის გამოსავალი. სხვა მიდგომაა საჭირო. მაგალითად, ისეთი ზედაპირის გაკეთება, რომელიც ტალახსაც ამარიდებს და თან სიგრილეს შემინარჩუნებს. წვიმა რომ მოვა ჩემს ეზოში, წყალი ჩაიჟონება და სახლში არ შემოვა. ანუ გამოცდილებამ მოიტანა ეს ევროპაში. ჩვენც მივალთ, ალბათ, ამ დასკვნამდე. ის მაინც შეგვიძლია სხვისი გამოცდილება გავიზიაროთ. ვინმემ უნდა გვითხრას, რომ უფრო ეკომეგობრული გამოსავალი, შეიძლება ნაკლებიც ჯდებოდეს. უბრალოდ, ეს არავის უსწავლებია ჩვენთვის.

– გამოსავალი რა არის?

– ძალიან მარტივად ვიტყვი. ალბათ, ნებისმიერ ფერმერს მიუქცევია ამაზე ყურადღება, მაშინ, როდესაც მის ნაკვეთში ტრაქტორი მუშაობს, ის იწყებს მიწის დატკეპვნასაც თავისი წონის გამო. ეს კი იწვევს იმას, რომ მის მეზობელ უბანში, ის ადგილი, რომელიც არ არის დატკეპნილი, იხრამება, ანუ ეროზია ჭრის. ყველას შენიშნული ექნება თავის მიწის ნაკვეთებზე, როგორ აგრესიულად მუშაობს წვიმის წყალი ასეთი პატარა დეტა­ლის შემთხვევაშიც კი. რა განსხვავებაა? დატკეპნილში ვეღარ ჩადის წვიმის წყალი და იჩაგრება მისი მეზობელი, დაუტკეპნავი უბანი, რომელიც ჭარბი წყლის გამო იხრამება.

იგივე ხდება ქალაქშიც – ასფალტი და ბეტონი წყალს ვერ ატარებს, მაშინ როცა მისი მეზობლის დაუტკეპ­ნავი ბუნებრივი გარემო მარტივად იწოვს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, რამხელა მნიშვნელობა აქვს დატკეპნილ ზედაპირს, რაც ხვდება წვიმას ქალაქში. ტყუილად არ არის გზების კიდეებზე დრენაჟები. მაგალითად, წყნეთიდან ბეთანიისკენ მიმავალ გზაზე არის დრენაჟები დატანებული, რათა წვიმის წყალი თავისუფლად ჩავიდეს და არ დარჩეს ზედაპირზე.

ამბები. ჯი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close