სამართალი და კრიმინალი

„ჩემი ერ­თა­დერ­თი იმე­დი აღა­რ მყავს!“

დააკავეს მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა

გორ­ში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 3 წლის ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

.

და­ღუ­პუ­ლი ქალი ანი ბე­რი­ა­ნი­ძეა, რო­მე­ლიც მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილ­თან ერთდ და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, ისი­ნი ზებ­რა გა­და­სას­ვლელ­ზე გა­და­დი­ოდ­ნენ, რო­დე­საც სწრა­ფად მოძ­რა­ვი მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხათ.

ახალ­გაზ­რდა ქალი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მძიმედ დაშავებული ბავ­შვი თბი­ლის­ში გად­ა­იყ­ვა­ნეს, მაგრამ  მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

„და­ვი­ღუ­პე, ხალ­ხო, ჩემი ანა აღა­რა მყავს, ჩემი გაზ­რდი­ლი, ჩემი ერ­თა­დერ­თი იმე­დი აღა­რა მყავს! რა­ტომ,  ხალ­ხო? რა­ტომ და­დი­ხართ მთვრა­ლე­ბი? გა­გე­ჩე­რე­ბი­ნა პატ­რუ­ლის­თვის. დედა-შვი­ლი რომ მი­ა­ჭყლი­ტე და პო­ლი­ცი­ას შე­ა­ფა­რე თავი, შე­გარ­ჩენ ამ სიმ­წა­რეს?!

ჩემი ან­გე­ლო­ზი. მარ­თა… კა­მე­რებ­ში ჩანს დე­დას რომ მო­ეხ­ვია სიმ­წრით. შე არა­რა­ო­ბა, გად­მოხ­ტი და გა­ი­ქე­ცი რა­ტომ არ მო­ი­კა­ლი თავი, ან­გე­ლო­ზი ბავ­შვი რომ გა­ჭყლი­ტე!

ჩემო ლა­მა­ზო და ნი­ჭი­ე­რო, ბავ­შვო­ბი­დან ლექ­სებს წერ­და! მღე­რო­და, 5 ენა­ზე ლა­პა­რა­კობ­და. უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბა უნდა გქო­ნო­და, ჩემო ობო­ლო!

ახლა ვზი­ვარ და ორ ჩა­სას­ვე­ნე­ბელს დავ­ტი­რი. შენ მა­ინც რო­გორ მი­მა­ტო­ვე, ანა! ჩემო ლა­მა­ზო… რა­ტომ უნდა და­გი­ტი­როთ მე? მე რა­ტომ არა­ვინ მი­ცო­დებთ”, – წერს გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

შსს-ის ცნო­ბით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

და­კა­ვე­ბუ­ლია ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ავტომობილს ნასვამი მართავდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close