პოლიტიკა

მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის დაჯარიმდნენ

,,31 დეკემბერს საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა 2019 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში.
2019 წელს, შემოწმებას დაექვემდებარა დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევით და დამოუკიდებელი კომისიის მიერ (რომლის წევრიც მეც ვიყავი) შერჩეული თანამდებობის პირების დეკლარაციები. დამოუკიდებელი კომისიის მიერ შეირჩა 297 თანამდებობის პირის დეკლარაცია (მათ შორის, პარლამენტის წევრი – 59, მინისტრები და მინისტრის მოადგილეები (მათ შორის ყოფილი) – 137, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები – 29 და ასევე სახელწიფო სიპების და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები) კომისიამ იხელმძღვანელა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და აარჩია ისეთი თანამდებობის პირები, რომლებზეც იყო მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი ან არსებობდა კორუფციის რისკი. ხოლო ელექტრონული სისტემის მიერ – 310 დეკლარაცია. ჯამურად 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგს დაექვემდებარა 607 თანამდებობის პირი.
2019 წლის დეკლარაციების მონიტორინგმა აჩვენა, რომ რადიკალურადაა შეცვლილი თანამდებობის პირების დამოკიდებულება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართ. თუ 2017 და 2018 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა შემოწმებულ თანამდებობის პირთა დაახლოებით 80%, 2019 წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა რიცხვი (მათ შორის გაფრთხილებებიც) არ ცდება 60%-ს და შეადგენს 55%-ს.
შემოწმებული 596 დეკლარაციიდან:
• დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია;
• დაჯარიმდა – 254;
• გაფრთხილდა – 75;
• მონიტორინგი შეწყდა – 27 თანამდებობის პირზე, მიზეზს წარმოადგენდა კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ არიან ვალდებულნი შეავსონ დეკლარაცია, თანამდებობის პირის გარდაცვალება, თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადადგომიდან მისი დეკლარაციის შერჩევამდე გასულია ერთ წელზე მეტი ვადა;
• პროკურატურაში გადაიგზავნა – 1;
• სასამართლოს მიერ წარმოება შეჩერდა – 2 თანამდებობის პირზე.
2019 წლის განმავლობაში კომისიის მიერ შერჩეული 295 თანამდებობის პირდან დადებითად შეფასდა 126 დეკლარაცია, დაჯარიმდა – 125, გაფრთხილდა -36, წარმოება შეწყდა – 6 შემთხვევაში და სასამართლოში შეტანილი საჩივრის საფუძველზე წარმოება შეჩერდა – 2 თანამდებობის პირზე
შემთხვევითი შერჩევით შერჩეული თანამდებობის პირებიდან შემოწმდა 301 დეკლარაცია, საიდანაც დადებითად შეფასდა – 111, დაჯარიმდა – 131, გაფრთხილდა – 37, წარმოება შეწყდა – 21 შემთხვევაში და პროკურატურაში გადაიგზავნა – 1 თანამდებობის პირზე ინფორმაცია.
2019 წლის განამვლობაში შემოწმებულ თანამდებობის პირთა შორის მონიტორინგი განხორციელდა 36 საიდუმლო თანამდებობის პირზე, საიდანაც: დადებითად შეფასდა – 11 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია; გაფრთხილდა – 6 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა – 19 საიდუმლო თანამდებობის პირის დეკლარაცია
დაჯარიმებულ პირებს შორის არის მოქმედი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, პარლამენტარები: ივლიანე წულაია, კობა ნაყოფია, ელგუჯა გოცირიძე, ზაქარია ქუცნაშვილი (ყოფილი) და სხვები, არიან ისეთი პარლამენტარებიც რომლებიც 2018 წლის დეკლარაციების შემოწმებისას დაჯარიმდნენ და ახლაც იგივე მდგომარეობაში აღმოჩდნენ: ლევან კობიაშვილი, ბექა ოდიშარია, ლერი ხაბელოვი, ნინო წილოსანი და სხვები.
მაშინ როცა თანამდებობის პირებს შეუძლიათ მუდმივად ქონდეთ კომუნიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროსთან ცხელი ხაზის საშუალებით, ეცადონ შეცდომების გარეშე შეავსონ დეკლარაციები და ამას არ იყენებენ, ეს სხვა თუ არაფერი უპასუხისმგებლობაა. როცა არ აჩვენებ შენს შემოსავალს, მალავ ქონებას, ამას კეთებ ან შეგნებულად, რათა დაფარო შემოსავალი ან უბრალოდ უპასუხისმგებლო ხარ, თორემ როგორ შეიძლება დაგავიწყდეს რა უძრავი ქონება გაქვს ან შენ ან შენი ოჯახის წევრს.
რადგან მალავ ჩნდება ეჭვი ეს ყველაფერი ხომ არ უკავშირდება კორუფციას. სამწუხაროა რომ არ გვაქვს ინფორმაცია იმ საქმეზე, რომელიც გადაიგზავნა პროკურატურაში.

დაჯარიმებული და გაფრთხილებული თანამდებობის პირების ჩამონათვალი რომლებზეც განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს
1. ზაზა თავაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარე
( საკუთარი და მეუღლის უძრავი ქონება სრულად არ არის დეკლარირებული, მითითებული არ არის მეუღლის საბანკო ანგარიშები) დაჯარიმდა
2. ვაჟა სირაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი გაფრთხილება
3. ნათელა თურნავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (ოჯახის წევრის (მეუღლის) შემოსავალ/გასავალთან დაკავშირებული ცდომილება) დაჯარიმდა
4. ლევან კანკავა – შპს -მარაბდა კარწახის რკინიგზის დირექტორი (შეუსაბამობა ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში, შეუსაბამობა საკუთარი და მეუღლის სახელფასო ანაზღაურებაში, მითითებული არ არის მეუღლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება) დაჯარიმდა
5. ზვიად კვაჭანტირაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში) დაჯარიმდა
6. ლევან კობიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი ( მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა, მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი)დაჯარიმდა
7. გურამ მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი ( შეუსაბამობა უძრავ ქონებაში)დაჯარიმდა
8. ერეკლე ტრიპოლსკი საქართველოს პარლამენტის წევრი (სამეწარმეო საქმინოაბა არ არის ასახული დეკლარაციაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ფუნქციონირებს) დაჯარიმდა
9. მიხეილ ხიდურელი – სსიპ- აწარმოე საქართველოში დირექტორი კომისიის მიერ შერჩეული (შეუსაბამობა ოჯახის წევრის უძრავ ქონებაში, მითითებული არ არის საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები, მითითებული არ არის საკუთარი და ოჯახის წევრების სამეწარეო საქმინობა, შეუსაბამობა შემოსავლების ნაწილში) დაჯარიმდა
10. ვახტანგ ლაშქარაძე – სსიპ შემოსავლების სამსახური შემოსვლების სამსახურის უფროსი (შეუსაბამობა ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებში) დაჯარიმდა
11. ანზორ მარგიანი – აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ( 1) მისი და მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონების ფართობში ცდომილება, ასევე ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2) მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული 3) მისი და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული 4) მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილება) დაჯარიმდა
12. გიორგი ბაგრატიონი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი (1. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე მისი უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. მისი და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებული 3. მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება, მისი და მისი ოჯახის წევრის შემოსავალი არ არის მითითებული) დაჯარიმდა
13. ზურაბ ალავიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთების ცდომილება 2) მისი ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა არ არის მითიტებული 3) არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს)დაჯარიმდა
14. გოჩა ენუქიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს) დაჯარიმდა
15. ზაზა კედელაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი (არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს) დაჯარიმდა
16. მანანა კობახიძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. გაფრთხილება
17. სამველ მანუკიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა 3. მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება 4. მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული) დაჯარიმდა
18. ვასილ მაღლაფერიძე – სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებელი გენერალური დირექტორი გაფრთხილება
19. გოჩა მეზვრიშვილი – შპს – საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი (1. მისი და მისი ოაჯხის წევრის სახელზე არსებული ძრავი ქონება არ არის მითითებული 2. მისი და მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი საბანკო ანგარიში არ არის მითითებული 3. მის მიერ მირებულ ანაზღაურებაში ცდომილება, ასევე მის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული 4. არ არის მითთებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს) დაჯარიმდა
20. სიმონ ნოზაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული 3. მის მიერ მირებულ ანაზღაურებაში ცდომილება)დაჯარიმდა
21. ზაქარია ქუცნაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს) დაჯარიმდა
22. მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში 2. მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა 3. ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული) დაჯარიმდა
23. ივლიანე წულაია – საქართველოს პარლამენტის წევრი (მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება) დაჯარიმდა
24. ირაკლი ზარქუა – ქ. თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე (საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; შემოსავლების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შემოსავალი; ხელშეკრულებების ნაწილში: ხელშეკრულებების წარმოუდგენლობა)დაჯარიმდა
25. გიორგი მიქაუტაძე – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გაფრთხილება
26. დავით ნარმანია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გაფრთხილება
27. ენზელ მკოიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში)დაჯარიმდა
28. გიორგი მღებრიშვილი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი (უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა ოჯახის წევრის შემოსავალში)დაჯარიმდა
29. კობა ნაყოფია – საქართველოს პარლამენტის წევრი ( არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები) დაჯარიმდა
30. ევა გოცირიძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ( საკუთარი უძრავი ქონების არ მითითება, საკუთ და ოჯახის წევრის ანაზღაურებითში ცდომილება) დაჯარიმდა
31. ელგუჯა გოცირიძე საქართველოს პარლამენტის წევრი (ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არ მითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ – გასავლის არ მითითება) დაჯარიმდა
32. ლაშა დამენია საქართველოს პარლამენტის წევრი (ოჯახის წევრის ანაზღაურებითის არ მითითება) დაჯარიმდა
33. ოთარ დანელია საქართველოს პარლამენტი წევრი (ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არ წარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთა სხვა შემოსავალ -გასავლის არ ასახვა) დაჯარიმდა
34. ანა დოლიძე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი (უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარი ანგარიშების არ ასახვა, საკუთარ ანაზღაურებითის არ ასახვა) დაჯარიმდა
35. ბექა ოდიშარია – საქართველოს პარლამენტის წევრი (საკუთარი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არ მითითება, საკუთარ და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა) დაჯარიმდა
36. ზაზა ოქუაშვილი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი (ყოფილი)(საკუთარი და ოჯახის წევრების საბანკო ნაშთებში ცდომილება და ბრუნვების არ წარმოდგენა, ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის ანაზღაურების არ ასახვა და ცდომილებები, ხელშეკრულების არ ასახვა და ცდომილებები, სხვა შემოსავალ გასავლის არ ასახვა) დაჯარიმდა
37. ლევან რაზმაძე – სსიპ –სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო თავმჯდომარე. (უძრავი ქონების მოწმობის დამადასტურებელი მოწმობის არ წარმოდგენა, ცდომილება ანგარიშებში, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა და არ წარმოდგენა) დაჯარიმდა
38. ნინო წილოსანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (ოჯახის წევრის უძრავის არ ასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარ. არ ასახვა, ანაზღ შემოსავლ არ ასახვა) დაჯარიმდა
39. ლერი ხაბელოვი – საქართველოს პარლამენტის წევრი (საკუთარი უძრავი ქონების არ ასახვა, სამეწარმეო საქმიანობის არ ასახვა, ანაზღაურ ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არ წარმოდგენა)დაჯარიმდა
40. კახა ბექაური – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი (1.საბანკო ანგარიშების მიუთითებლობა; 2.შეუსაბამობა მეუღლის შემოსავლებში)დაჯარიმდა
41. დავით ზალკალიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაფრთხილება
42. ვანო ზარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გაფრთხილება
43. დავით საგანელიძე – სს-საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (1.უძრავი ქონების მიუთითებლობა) დაჯარიმდა
44. ვლადიმერ ჩაჩიბაია – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაური (უძრავი ქონების მიუთითებლობა)დაჯარიმდა
45. მამუკა ჩიქოვანი – საქართველოს პარლამენტის წევრი (1.შეუსაბამობა ნაშთებში; 2.შუსაბამობა შემოსავლებში)დაჯარიმდა
46. დიმიტრი ხუნდაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი (ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში)დაჯარიმდა
47. მერაბ გაბინაშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (1. მისი ოჯახის წვერის საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული 2. მის სახელზე არსებული ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში ცდომილება)დაჯარიმდა
48. მარიკა დარჩია – ქ. თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე (1.მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული 2. მისი ოჯახის წევრის მიერ დივიდენდის სახით მიღებულ შემოსავალში ცდომილება და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურებადი შემოსავალი არ არის მითითებული)დაჯარიმდა
49. ალექსანდრე ტოგონიძე – ააიპ – თბილისის განვითარების ფონდი დირექტორი (1.მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული 2. მის და მისი ოჯახის წევრის მიერ მირებულ ანაზღაურებაში ცდომილება)დაჯარიმდა
50. გიორგი ტყემალაძე – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე (1. ცდომილება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობში 2. მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული 3. ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული 5. მის სახელზე არსებული ხელშეკრულებები არ არის მითითებული)დაჯარიმდა
51. გიორგი ფანგანი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი (შეუსაბამობა მატერიალურ შედეგში)დაჯარიმდა
52. დავით ფერაძე – სს -საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი (შეუსაბამობა მატერიალურ შედეგში) დაჯარიმდა
53. გიორგი ღვინიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული)დაჯარიმდა
54. თეიმურაზ გამცემლიძე – შპს-მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი (არ არის ასახული მის მიერ მიღებული შემოსავალი).დაჯარიმდა
55. კობა კობალაძე – საქართველოს პარლამენტი წევრი (1. არ აუსახავს მისი და მისი შვილი სახელზე არსებული მოძრავი ქონება. 2. არ აუსახავს მისი შვილის საბანკო ანგარიში. 3. არ აუსახავს მისი ოჯახის წევრების მიერ მიღებული შემოსავლები).დაჯარიმდა
56. ეკატერინე გალდავა – შპს-საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ( 1. სხვაობა მის მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის. 2. არ აუსახავს მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები. 3. დეკლარაციაში ასახა გასავალი 30000 ლარის ოდენობით, რაც არ დადასტურდა).დაჯარიმდა
57. ლევან ჩიკვაიძე – შპს-საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი (1. არ ასახა მისი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება. 2. არ ასახა მისი მეუღლის საბანკო ანგარიშები. 3. სრულად არ ასახა ინფორმაცია მისი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ).დაჯარიმდა
58. გოდერძი ჩანქსელიანი საქართველოს პარლამენტის წევრი (1. სხვაობა უძრავი ქონების ფართში. 2. არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 3. არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები რომელიც აღემატება 3000 ლარს)დაჯარიმდა
59. ზურაბ ჩეკურაშვილი – სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი (1. სხვაობა უძრავი ქონების ფართში. 2. სხვაობა მეუღლის საბანკო ანგარიშის ნაშთში. 3. სხვაობა მის მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის. 4. არ ასახა მის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება)დაჯარიმდა
60. გელა ჩივიაშვილი – ქ. თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი (1. არ ასახა მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. 2. არ ასახა მისი და მისი მეუღლის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები. 3. სხვაობა მის მიერ მიღებულ შემოსავლებს შორის, ასევე არ ასახა მის მიერ მიღებული სხვა შემოსავალი).დაჯარიმდა
61. ლევან ჯღარკავა – შპს – „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ( არ ასახა მისი მეუღლის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება).დაჯარიმდა
62. ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი გაფრთხილება” _ აცხადებს 2019 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისიის წევრი,  არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი.

Related Articles

Back to top button
Close