საზოგადოება

როგორია გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა?

თბილისში, გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ისან-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 3 დაშავებულიდან 2 დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, ხოლო ერთ-ერთმა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. მას ექიმთა ბრიგადამ სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში 2 პაციენტი მიიყვანეს.
„კლინიკაში 62 წლის მამაკაცი შემოიყვანეს, რომელსაც აფეთქების შედეგად, სხეულის 50 პროცენტიანი დამწვრობა აქვს მიღებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ტანის ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა აღენიშნება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, იგი 51 წლისაა, მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მან სხეულის 7 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით გამოძიება დაიწყო.

წყარო: kvira.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close