საზოგადოება

,,საბჭოთა კავშირია საქართველოში და ზოგიერთა საჯარო მოხელის მენტალიტეტიც ბოლშევიკურია”

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

_ ევროპის საბჭო შედგება 47 ქვეყნისგან და თითოეული ქვეყანა ექვსი თვით ხდება თავმჯდომარე, ეს არის დადგენილი წესი. ალფავიტის მიხედვით საქართველოსაც მოუწია რიგითობით თავმჯდომარეობა და რა არის ამში საზეიმო? არცერთ ქვეყანაში, არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია მობილიზაცია საჯარო მოხელების აქციაში მონაწილეობის მიზნით. ისიც კი არ იციან საჯარო მოხელეებმა თუ რა ღონისძიებაზე მიდიან და ევროკავშირს და ევროსაბჭოს ვერ არჩევენ.. რა კონცერტი, რის კონცერტი, სასაცილო ეს ყოველივე. კონცერტი აინტერისებთ ეხლა მათ? კონცერტზე ეტყობა მსოფლიო ვარსკვლავები იმღერებენ და შანსს როგორ გაუშვებდენ??ძალის დემონსტრირებას ახდენენ, რომ საკუთარ თავს დაანახონ,ვითომ
რამდენი მხარდამჭერი ყავთ. მოკლედ საბჭოთა კავშირია საქართველოში და ზოგიერთა საჯარო მოხელის მენტალიტეტიც ბოლშევიკურია.ძალით აქციაზე ცხვრებივით წარეკვა რა შედეგსაც მოუტანთ, ვნახავთ.

Related Articles

Back to top button
Close