საზოგადოება

,,კეთილო ადამიანებო, ამ ბიჭს გავუწიოთ დედობა და მამობა რითაც შევძლებთ…”

    11 წლის მოჭიდავე ანდრია მშობლებმა 8 თვის ასაკში მიატოვეს და ახლა ის აფხაზეთიდან დევნილ ბებიასთან ერთად ცაგერის რაიონში ცხოვრობს, სავარჯიშოდ კი ყოველ დღე 10 კილომეტრის გავლა უწევს. ის სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჭიდაობს, თუმცა, უკვე მოახერხა ადგილობრივ შეჯიბრებაზე მესამე ადგილის აღება.

ვიდეოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

,,ასეთი ანგელოზი რომელმა დედამ მიატოვა? რამდენს ენატრება დედობა, შვილი არ ჰყავთ, მშობლებს კანონით უნდა ჩამოერთვას მშობლის უფლება და ნორმალური შვილის ყოლის მსურველი ოჯახი იშვილებს, ბებოსაც მიხედავს და უზრუნველად გაიზრდება, გული დამეწვა ამ ანგელოზის საცოდაობით“; ,,აი, ვის სჭიდება დახმარება. ღმერი შეგეწიოს. კარგი შვილი გაიზარდე“. ,,გული დამიწვა ამ ბიჭის გაჭირვებამ… შორს ვარ, საფრანგეთში… თუ ვინმემ იცის ამ ბავშვის ბებიის და სოზარ სუბარის ტელეფონის ნომერი, მომწერეთ პირადში…”;  ,,ღმერთო, მიეცი მის დედას ტვინი, გამოაფხიზლე, განა ამ შვილზე უკეთესი რა ნახა საზღვარგარეთ, რომ ბავშვი დაივიწყა??? ნუთუ ათი წლის მანძილზე ერთხელ არ გახსენებია, რომ ცხრათვე მუცლით ატარა??? კეთილო ადამიანებო, გავუწიოთ დედობა და მამობა რითაც შევძლებთ, საქართველოს ვაჟკაცი ეზრდება და შევაშველოთ ხელი ჩვენც ამ პატარა ვაჟკაცს. დაწერეთ ბავშვის კორდინატებ,ი რამით დავეხმაროთ. ემიგრანტი ვარ, დედა, მაგრამ შვილს როგორ დავივიწყებ… უფალო გამოაფხიზლე ბავშვის დედ-მამა”; ,, ყველა დედა დედაა?ან მამა კიდევ….აქ რაც მინდა რომ ვთქვა, არ ითქმება…ამ პატარას კი არ მიატოვებს არც ღმერთი და იმედია, არც ხალხი…კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა შვილის წინაშე დამნაშავე მშობელია, ვინც ეგრე მიატოვებს შვილს, წავა სადღაც ჯანდაბაში და თავის ცხოვრებას აიწყობს…კიდევ რა ვთქვა, არ ვიცი!!” წერენ კომენტარებში. 

გამოყენებულია http://digest.pia.ge   -ს ინფორმაცია

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close