საზოგადოება

,,კალაძე ლეღვის ფოთოლივით აეფარა ჯიშკარიანს!”

,,კალაძე ლეღვის ფოთოლივით აეფარა ჯიშკარიანს!

სოლიდარობას ვუცხადებ თამთა თოდაძეს!. Tamta Todadze უპირობოდ მჯერა მისი და ,,გამოძიების დასრულებას დაველოდოთ” სიტყვები ძალიან მეზედმეტება. ეს ორმაგი სტანდარტები დაგღუპავთ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში მყოფებს!
თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი. კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს. ეყოს ოცნების ხელისუფლებას სინდისი და შერჩევითი სამართალი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც გამოირიცხოს. კალაძე ლეღვის ფოთოლივით აეფარა ჯიშკარიანს! და იმედია მეტი არავინ აღარ შეითავსებს ლეღვის ფოთოლობას.
საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი კი აცხადებს, რომ ილია ჯიშკარიანი თურმე გულის შეტევით იმყოფება საავადმყოფოში. ქალის გაუპატიურებას, რომ ცდილობდა მაშინ არ აწუხებდა გული ხო? ამორალური არსებები გყავთ ,,ქართულ ოცნებაში” მოძალადეები, თაღლითები. ისნის რაიონში განსაკუთრებით დიდი დოზით წარმოაჩინეს თავი ზურაბ ნეფარიძემ და ილია ჯიშკარიანმა. ეს ხალხი აირჩია მაჟორიტარ დეპუტატებად ხალხმა? ვინ იქნება შემდეგი?
#სირცხვილია” – წერე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარტია „ახალი საქართველოს“ წევრი თეონა ჭალიძე.

Related Articles

Back to top button
Close