საზოგადოება

,,რამდენი ბავშვია საქართველოში საწოლს მიჯაჭვული?_ ვეღარ ვუძლებ ამათი პატრონების გოდებას, ვედრებას, თხოვნას…_ “

ჭკუიდან გადავდივარ…
ვინმე ითვლის მაინც, რამდენი ბავშვია საქართველოში საწოლს მიჯაჭვული? რამდენი ებრძვის სიკვდილს? რამდენი დედ-მამაა გამწარებული? ბებია-ბაბუებისა და სხვა ახლობლების განცდებზე, აღარაფერს ვამბობ… რომელიმე მეცნიერს, მკვლევარს ან ჩინოსანს, რომელსაც ეს სფერო ეხება, აინტერესებს, რა ხდება? იციან სტატისტიკა ან რა უბედურება გვჭირს? რატომ ვართ ამ დღეში? გადაჭრით ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ ეს არაა საქართველოში უცხო ქვეყნების დაფუძნებული ლაბორატორიების შედეგები? რომ ჩვენ, ქართველები, არ ვართ საცდელი კურდღლები უკვე დიდი ხანია ? ( არ გაბედოთ მითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიკამენტებს არ ცდიან, ასეთ ფაქტებზე წლების განმავლობაში ვწერდი და დეტალურად ვიკვლევდი. მართალია, ესენი კვლევებს ეძახიან და არა ცდებს, მდგომარეობის შესამსუბუქებლად, მაგრამ შინაარსობრივად, ერთი და იგივეა). ასეთი, ე.წ. კვლევებით მდიდრდებიან კლინიკების მეპატრონეები, ცალკეული ექიმები, მათთან გარიგებული პირები ხელისუფლებიდან და პარლამენტიდან, რომლებიც ანგელოზის სახეებით კი გვმოძღვრავენ, მაგრამ სინამდვილეში, პირსისხლიანი მხეცები არიან და ასეთ საშინელებებს უდგანან სათავეში. ამ სულგაყიდული ხალხის მეშვეობით, ხდება მსგავსი უკეთურობები ჩვენს ქვეყანაში.
დამარწმუნებს ვინმე, რომ ჩვენ ასეთ გაუბედურებაში ე.წ. ,,წამლის მაფიის” ხელიც არ ურევია? ჯანდაცვის ბოსებმა, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც შევარდნაძის დროიდან ვხედავთ და მათ ხალხისთვის უმაქნის ჩრუტუნს ვუსმენთ, სად გააქრეს პროფილაქტიკური მედიცინა? რაში იხარჯება ჯანდაცვის ბიუჯეტი და დახმარებები, რომელსაც უცხოეთი გვიგზავნის და ის არც ისე ცოტაა? სად მიაქვთ ეს ფული? რატომ ამათხოვრებენ ხალხს და ტოვებენ სხვა, არანაკლებ გაუბედურებული ხალხის იმედად? ჩვენი მომავალი თაობა საფრთხეშია და ესენი რას აკეთებენ? რას დაწანწალებენ? რას ყბედობენ? რა მასკარადებს აწყობენ?
ვეღარ ვუძლებ ამათი პატრონების გოდებას, ვედრებას, თხოვნას, არადა, რამდენნი არიან, რამდენს უნდა შველა… საქართველოა თუ სასაკლაო? ქვეყანაა თუ ბაზარი? ყოველი მძიმე ავადმყოფობა სიკვდილთან რატომ უნდა ასოცირდებოდეს? რატომ უნდა მეშინოდეს ყოველი ცუდად გახდომის, რომ ჩემი შემოსავლით საკუთარ თავს ვერ ვუმკურნალებ, მედიკამენტებს ვერ ვიყიდი და ყველაფერზე ხალხთან მათხოვრობა დამჭირდება? მედ იცინაა თუ ,,ეშმამ გე იცინა”? ქვე ყანაა თუ ცრუ ყანა? მიპასუხონ, აბა, ვუსმენ!
სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაამხილონ, ოღონდ ნამდვილი, რადგან ტყუილს მივხვდებით, გარშემო სიკვდილის სუნი დგას და მხოლოდ ერთი სიტყვა ისმის_ ის მოკვდა, ეს მოკვდა. ცხოვრება რომ ძაალიან მშვენიერია, ესეც თავიანთ წიწილებს დაუყარონ საკენკად, ჩვენ რეალისტები ვართ!

წესით, ეს თემა ყველაზე აქტუალური უნდა იყოს მედიაშიც და ქვეყანაშიც, მაგრამ სამწუხაროდ, არავის აინტერესებს. რატომ გახდა უინტერესო ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლით ვაჭრობა, ესეც მნიშვნელოვანია. მგონი დროა, იმ ჟურნალისტებმა გამოვიღვიძოთ, რომლებიც ერთ დროს ასეთ თემებს ვაშუქებდით. ჯერ მარტო, ჩვენს ხელთ არსებული ფაქტები გამოაჩენს სინამდვილეს!

ნელი ვარდიაშვილი, euronews.ge -ს რედაქტორი და დამფუძნებელი.

Related Articles

Back to top button
Close