საზოგადოება

,,უპასუხეთ საზოგადოებას, ოფლში გალუმპული ნიღაბი არის თუ არა საშიში…”

ნინო ჯანგირაშვილი, ჟურნალისტი:

_ კარგი, ამ ჩვენი კორონა წმინდანების კუდრაჭობები და ბოდვები გავატარეთ ამდენი თვე. არასოდეს რომ არ აგვიხსნეს ცოლ–ქმრის ერთად ჯდომა მანქანაში რას აშავებდა, რატომ აგვიკრძალეს ორი კვირა მანქანით გადაადგილება და რატომ ატარეს ადამიანები კილომეტრები ფეხით გადაუდებელ საქმეებზე, რატომ გავაუქმეთ ფაქტიურად ქვეყანა ორი თვის განმავლობაში, როცა შეიძლებოდა გონივრული რეგულაციები შემოგვეღო და ეკონომიკა არ მოგვეკლა, რატომ არ შეიძლებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ჩვენთან, როცა მთელ მსოფლიოში მუშაობდა და ა.შ.

ახლა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ათასობით ბავშვს, რომლებიც ამათი არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო ბოდვების გამო უნდა მოხარშონ გამოცდებზე. ან დაასაბუთეთ რატომ არ შეიძლება მაგალითად დისტანციის გაზრდა აბიტურიენტებს შორის, რაც ვირუსის გადადების რისკის ფაქტიურად ანულებს და ნიღაბი აღარ არის აუცილებელი (ყოველ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ასე თვლის), ან რატომ არ შეიძლება კონდიციონერის ჩართვა, როცა მთელ მსოფლიოში ჩართულია, ან აიღეთ ბოლომდე პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება. უპასუხეთ საზოგადოებას, მაგალითად, ოფლში გალუმპული ნიღაბი არის თუ არა საშიში ბავშვისთვის, და როგორ უნდა ჩააბაროს გამოცდა ასეთ მდგომარეობაში. რატომ არ შეიძლება მოიფიქროთ ისეთი გამოსავალი, რომ წამებასთან გათანაბრებულ ვითარებაში არ ჩააბარონ ბავშვებმა გამოცდა? მოკლედ, მოიფიქრეთ რამე თორემ იდიოტობას ასე მარტივად ვერ გაგიტარებთ ამჯერად.

Related Articles

Back to top button
Close