მსოფლიო

თურქეთში განმეორებითი ბიძგების სერია გრძელდება

გარდაცვლილთა შორის არის საქართველოს მოქალაქეც

რა ხდება თურქეთში ამ მომენტისთვის?
გრძელდება განმეორებითი ბიძგების მთელი სერია. თითო რგოლი რუკაზე თითო ბიძგს და მის ეპიცენტრს აღნიშნავს.
ეს ყველაფერი თურქეთ-სირიის საზღვარზე ხდება. მაგრამ ისინი იმდენად ძლიერია, რომ თურქეთის სხვა ქალაქებშიც (ანკარა, სამსუნი და ა.შ.) იგრძნობა. ეს მიწისძვრები იგრძნობოდა საქართველოშიც (ყველაზე მეტად ბათუმში).
სამწუხაროდ, ამ ბიძგებსაც მოჰყვა ნგრევა. მაგრამ სამაშველო სამუშაოები ყველა დაზარალებულ ქალაქში გრძელდება.
ასი ათასობით მოქალაქე დაზიანებულ სახლებში ვერ შედის. გარეთ კი თოვს და ამაღამ ყინვები იქნება.
მსხვერპლის რაოდენობა კი იზრდება თურქეთშიც და სირიაშიც. გარდაცვლილთა შორის არის საქართველოს მოქალაქეც.
პირველადი მონაცემებით, მატერიალური ზარალი 15 მლრდ აშშ დოლარზე მეტია.
ზურა ბატიაშვილი, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close