საზოგადოება

,,თემური, ჩვენი თემური, ბატონი თემური სულიერად ყოველთვის თეთრი და სპეტაკი გახლდათ”

პუბლიცისტი და მწერალი თამაზ ჭეიშვილი ფეისბუქზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

წავიკითხე თემურ შაშიაშვილის  პოსტები,”თეთრების” ვებ.გვერდზე გამოქვეყნებული ნაშრომები და უნდა ვთქვა, მოხიბლული ვარ! შევეცდები ჩემი კალმით მხარში ამოვუდგე ასეთი მასშტაბის ქართულ პროგრამებს
გულწრფელად ვიტყვი! არ მოველოდი ამ დაბინძურებულ პოლიტიკურ ველში ასეთი ქართული განწყობის, სამომავლოდ მომართული  პროგრამების მქონე პოლიტიკური გუნდის არსებობას.  ბრავო და მრავალჯერ ბრავო! ეს ყველაფერი უნდა მივიტანოთ ადამიანების ტვინებამდე!”

ასეთი პათოსით არის გაჟღენთილი თამაზ ჭეიშვილის წერილი, რომელიც  “ალიაში გამოქვეყნდა.

“ხალხო! მოუსმინეთ და დაუჯერეთ თემურ შაშიაშვილს!მერე რა რომ კომპარტიის წევრი და მაღალი რანგის

ეგ რა მაგის პასუხია და რომელი გულადი უპარტიო პატრიოტი შეედრება ჟიული შარტავას,ეროვნულ გმირს,რომელმაც ერთი გოჯი მიწა არ დაუთმო მტერს და საქართველოს სიყვარულს შეეწირა!მის გვერდით ვაჟკაცურად დაიღუპა მაშინდელი უშიშროების კომიტეტის პოლკოვნიკი ,მამია ალასანია,რომელიც არ დაემორჩილა ბრძანებას და ჟიული შარტავას გვერდით დარჩა ალყაშემორტყმულ სოხუმში!

ვინც თემურ შაშიაშვილს აკრიტიკებთ,იმის ფეხის ბრჩხილად არ ღირხართ,გაიგეთ და კარგად გააცნობიერეთ!

თემურ შაშიაშვილს ვიცნობ გასული საუკუნიდან,ალბათ 30 წელზე მეტია,რაც ვიცნობ! დიახ და ათასჯერ დიახ,ის იყო კომუნისტური პარტიის წევრი და ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა,მგარამ არ მოიძებნება ადანიანი საქართველოში,რომელიც გულზე ხელს დაიდებს,ბიბლიაზე დაიფიცებს და იტყვის,რომ შაშიაშვილი იყო ან მექრთამე,ან ძმაკაცობით უღირსი ადამიანის ,,დამკრიშავი,,!შაშიაშვილი ყოველთვის ცხოვრობდა ხელფასზე და დღესაც მოკრძალებულად ცხოვრობს!მას დღემდე არ აქვს საკუთარი ბინა,როცა შეეძლო, სასახლეში ეცხოვრა!ამავე დროს არის საოცრად უშიშარი და მამაცი ადამიანი,რასაც პირდად შევსწრებივარ 90-იან წლებში!

ჩემო მეგობრებო! თემურ შაშიაშვილს აქვს ქვეყნის კოლაფსიდან გამოყვანის უნიკალური გეგმა!ეს გეგმა,წლობით არის ნაფიქრალი, გაზომილ აწონილი , ეფუძნება ქართველი მეცნიერების კვლევის შედეგებს და ჰაერიდან არ მოუტანია!

ვწუხვარ,რომ ჯანმრთელობის გამო არ ვარ მის გვერდით!

მომავალ წელს არის საპარლამენტო არჩეევნები! მოგიწოდებთ,გევედრებით,გემუდარებით,
თუ მართლა გული შეგტკივათ საქართველოს აწმყოსა და მომავალზე, 2020 წლის არჩევნებში უეეჭველაად ხმა მიეცით თემურ შაშიაშვილს და მის პარტიას,,თეთრები,,! ცოტა გროტესკულად კი გამოდის ,,წითელი,,იყო და ეხლა რამ გაათეთრაო,მავანი იფიქრებს.თემური,ჩვენი თემური,ბატონი თემური სულიერად ყოველთვის თეთრი და სპეტაკი გახლდათ
აი რისი თქმა მინდოდა !

თამაზ ჭეიშვილი”

P.S. პარტია “თეთრების” პრეს-ცენტრი უდიდეს მადლობას უხდის ჩვენთვის პატივცემულ პიროვნებას, ბატონ თამაზ ჭეიშვილს, განსაკუთრებით გვახარებს, რომ ის გაეცნო “თეთრების” ვებ.გვერდზე www.tetrebi.org განთავსებულ ჩვენს პროგრამებსა და პროექტებს და ასეთი მაღალი შეფასება მისცა მათ. ათი წელია პარტია “თეთრები” არსებობს ქართულ პოლიტიკურ ველზე და ათივე წელი მშვიდად, წყნარად, მიზანმიმართულად,  მეცნიერული პროგრამებით, მეცნიერებთან დათათბირებით ყოველგვარი ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე, ძალადობისა და სიძულვილის უარყოფით, მიიწევს ერთი მიზნისკენ,რასაც ქვია  ეროვნული იდეით გაბრწყინებული საქართველო! ჩვენ ამ ბრძოლაში  ბევრი  მხარდამჭერი და თანამგრძნობი გვყავს გვჯერა,მათი რიცხვი გაიზრდება.

წყარო: http://alia.ge/news/33267?fbclid=IwAR1becKTRokZ1IPZSiWIgXpmjRutvDPkrW5Uo7g43J0BVu2Zdax6VPlYQkk

Related Articles

Back to top button
Close