სხვა

ელჭექი, სეტყვა…

ამინდის პროგნოზი საქართველოში

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, საქართველოში უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

.

„27-28 საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ადგილობრივად ძლიერი ნალექია ნავარაუდევი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც.

ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია შტორმული სიტუაცია.

უამინდობის ფონზე იზრდება სხვადასხვა სტიქიური პროცესის განვითარების რისკი, მათ შორის მდინარეებზე წყლის დონის მატების, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურების შესაძლებლობა.

გაითვალისწინეთ შესაბამისი რეკომენდაციები, გამოიჩინეთ სიფრთხილე და თვალყური ადევნეთ პროგნოზის ოფიციალურ წყაროებს“, – წერს მეტეოროლოგი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close