პოლიტიკა

,,ზელენსკი ნამდვილად იქცა მსოფლიო პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემ პოლიტიკოსად”

უკრაინის პრეზიდენტი ახალი ალიანსის შექმნაზე ალაპარაკდა- ,,ჩვენი ადგილიც მაგ ალიანსშია"

კიდევ ერთი ნიშანი ახალი სამყაროს დაბადების:
გარდა იმისა, რომ დღეს ზელენსკიმ ამერიკელი კანონმდებლებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოითხოვა (რასაც დიდი ალბათობით, მალე მიიღებს კიდეც), წამოაყენა ახალი გლობალური გაერთიანების შექმნის იდეა.
კერძოდ, მან თქვა:
“გთავაზობთ ალიანსის შექმნას … პასუხისმგებლიანი ქვეყნების გაერთიანების, რომელსაც ექნება იმის ძალა და შეგნება, რომ კონფლიქტები დაუყოვნებლივ შეაჩეროს და 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იარაღიც კი, სანქციები, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, პოლიტიკური მხარდაჭერა, ფინანსები, ყველაფერი, რაც სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სამყაროს სწრაფად გადასარჩენადაა საჭირო, სიცოცხლის გადასარჩენად“.
ზელენსკი ნამდვილად იქცა მსოფლიო პოლიტიკისთვის მიმართულების მიმცემ პოლიტიკოსად.
ჩვენი ადგილიც მაგ ალიანსშია.
სამყარო ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ამ ომამდე იყო!
ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close