საზოგადოება

,,ვერ გვაგებინებს, ვერ გვაგრძნობინებს როგორ სტკივა, როგორ უჭირს…”

წელიწადზე მეტია ასე წევს პატარა გიგა და დედას ელოდება.იყურება საწოლის რიკულებიდან და ელოდება,როდის შემოაღებს კარებს მისი დედიკო,მისი მფარველი ანგელოზი. ?
დედას,რომელსაც დღეში მხოლოდ 2 საათით აქვს შვილის ნახვის უფლება.
ამ დროში უნდა მოასწროს მისი მოვლა, მოფერება, მოსიყვარულება.
1 წელზე მეტია გიგასთვის იავნანა არ უმღერიათ, დედის გულს არ ჩახუტებია,ატირებულისთვის არავის უთქვამს “ნუ ტირი,დედა გენაცვალოს”.
ყველაფერი ესმის,გრძნობს მაგრამ ვერ გვაგებინებს,ვერ გვაგრძნობინებს როგორ სტკივა,როგორ უჭირს,ვერ მოიტანა თავისი ტკივილი ჩვენ გულამდე ამ პატარა ბიჭმა.

მოდით დედებო,ვისაც ყოველდგიურად გულში გყავთ მიხუტებული საკუთარი შვილები,ვინც ატირებულებს ხელებს უკოცნით,ვინც იავნანით აძინებთ და მძინარეებს სუნთქვას უთვლით.
მოდით მოგვეხმარეთ გიგას გადარჩენაში.

მე მჯერა თქვენი ?

GE52TB7174136585100001

www.pondi.ge

0901700483

Related Articles

Back to top button
Close