საზოგადოება

,,ეს შეზღუდვები, თავდაცვის წესები იმისთვის გვჭირდება, რომ სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნა მოასწრონ”

კორონავირუსი არც ივნისში აღმოიფხვრება, არც ივლისში და არც აგვისტო-სექტემბერში. ჩვენ ამ ტიპის რესპირაციულ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ.

მთავრობამ წარადგინა 6-ეტაპიანი გეგმა და ვემხრობი შეზღუდვების შემსუბუქებას, მაგრამ რამდენიმე მთავარი შეზღუდვა უნდა დარჩეს.

მინდა მოვუწოდო მოსახლეობას – მათ რატომღაც მოქალაქეებმა ეს შემსუბუქების პირველი ეტაპი აღიქვეს ისე, რომ კორონავირუსი დამარცხებულია და ახლა ყველაფერი შეიძლება გავაკეთოთ.

ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს დახურულ შენობებში პირბადეებით სიარული, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის მკაცრი წესების დაცვა, მასობრივი შეკრებებისგან თავის არიდება.

მსოფლიოში დამკვიდრდა ახალი ტერმინი – პოსტკორონავირუსული სამყარო.

ეს ეხება არა მხოლოდ მედიცინას, არამედ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებას. 1-2 თვის შემდეგ ხანდაზმული ადამიანებისთვის მოწოდება „დარჩით სახლში“ შეიძლება აღარ იყოს ისეთივე მკაცრი.

6-8 თვის შემდეგ, დიდი ალბათობით, გვექნება მედიკამენტები, რომლებიც ამ კორონავირუსზე პირდაპირ იმოქმედებენ. დიდი ალბათობით, წლის ბოლოსთვის იქნება შექმნილი ვაქცინა. ამიტომ გვჭირდება ეს შეზღუდვები, თავდაცვის წესები იმისთვის გვჭირდება, რომ სპეციალისტებმა ვაქცინის შექმნა მოასწრონ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

Related Articles

Back to top button
Close