საზოგადოება

რას არ აკეთებს ,,საოცნებო” ხელისუფლება ეკოლოგიური თვალსაზრისით _ გარემოს დაცვის დღეს წასაკითხი

ლაშა ჩხარტიშვილი, გარემოს დამცველი:

_ რა გითხრათ, რით მოგილოცოთ ? დღეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა ! „საოცნებო“ საქართველოში, სადაც ხელისუფლება… • არაფერს აკეთებს სამშენებლო სამუშაოების პირველყოფილი მეთოდებით წარმოების წინააღმდეგ , შესაბამისად მასობრივად გვხოცავს ჩვენც და დასაქმებულებსაც ! • 200-მდე ჰესის და დიდი კორუფციული ფულის გამო, ნახევარი ქვეყნის დატბორვას აპირებს, მეორე ნახევრის კი მდინარეების გარეშე დატოვებას ! • საწვავის კონტროლს სიმბოლურად და ეპიზოდურად ახორციელებს, ხოლო ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება ფორმალობად აქცია და თითო ოროლა მანქანის მფლობელს თუ აჯარიმებს ! მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი მიკროავტობუსების ერთ-ერთ მთავარ დამბინძურებლად ქცევას კი „არ იმჩნევს“ ! • არ ახორციელებს, არანაირ პროგრამას მოსახლეობის მიერ ავტოპარკის განახლების მხარდასაჭერად, თავად კი მაღალი ფასისა და საწვავის ხარჯის მქონე ჯიპებით გადაადგილდება, ყოველწლიურად ათასობით ტონა ზედმეტი საწვავის წვის თანხლებით ! • მხარს უჭერს სამთომომპოვებელ და გადამამუშავებელ სფეროში საუკუნის წინანდელი მეთოდებით გამოყენებას და შესაბამისად წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებას ! ასევე ათიათასობით ჰექტარი ტყის, რელიეფისა და სხვა ტიპის ლანდშაფტების, ასევე, მრავალი ძეგლის ფიზიკურ განადგურებას, საყდრისის აფეთქების ჩათვლით ! • სკვერებსა და ბაღებს, გაზონების და ხეების ნაცვლად, ძირითადად ქვითა და ბეტონით „აფორმებს“! • შეგნებულად არ ახორციელებს ტყის და ურბანული გამწვანების ინვენტარიზაცია-აღწერას, რათა უკვე გაჩეხილი და „გასაჩეხი“ არ გამოვლინდეს ! • ხელს უწყობს ივანიშვილის მიერ „პარკის მოსაწყობად“ ასობით საუკუნოვანი, გიგანტური ხის ძირფესვიანად გლეჯვას, რაც მასშტაბურად აზიანებს მიმდებარე ეკოსისტემას და გზად ასობით „არაძვირფასი“ სახეობის ხეების ჩეხვის წინაპირობა ხდება ! • ივანიშვილსა და მის პარტნიორებს უფლებას აძლევს მასობრივად ჩეხოს ტყე, მათ შორის „წითელი ნუსხაში“ შემავალი სახეობის ათასობით ეგზემპლარი ! • არაფერს აკეთებს იმ ვითარების შესაცვლელად, როცა ყოველწლიურად შეშის მოსაპოვებლად 10-ჯერ მეტი ხე იჭრება, ვიდრე ხელახლა აღმოცენდება ! შეშის ჩანაცვლების და პლანტაციური ტყეების გაშენების ნაცვლად, მოსახლეობას საარჩევნოდ შეშის კვოტით ევაჭრება ! • „ინვესტორებს“, რომლადაც როგორც წესი ივანიშვილი და მისი პარტნიორები გვევლინებიან, „წმინდანებად“ აცხადებს და უფლებას აძლევს ნებისმიერ ბაღსა თუ პარკში, ტყესა თუ დაცულ ტერიტორიაზე ჩეხოს, აშენოს და ანგრიოს თუ, რა თქმა უნდა, მოსახლეობისა და აქტივისტების თავგანწირულ წინააღმდეგობას არ შეხვდება ! • აუქმებს გარემოს დაცვის სამინისტროს და ამ სფეროს დაფინანსებას კვლავ ბოლო ადგილზე ტოვებს, მათ შორის, პრაქტიკულად არ აფინანსებს მცენარეთა და ცხოველთა პოპულაციების მდგომარეობის შესწავლისაკენ მიმართულ, ასევე მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური და უსაფრთხო მეთოდების კვლევებს ! • უაღრესად არაეფქტურად ებრძვის ფაროსანას და ბრძოლის ფარგლებში, მავნე ნივთიერებების გამოყენებით ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე გარემოსა და სასოფლო სამერნეო კულტურებს იწირავს ! • თითქმის არაფერს აკეთებს ქალაქებისა თუ ველური ბუნებაში ტყეების კოლოსალური მასშტაბის ხმობის და არანაკლები გაჩხელი თუ გადამწვარი მასივების აღსადგენად !  დღემდე არ შეუძენია არცერთი სახანძრო თუ თანამედროვე სამაშველო ვერტმფრენი ! • ნულოვან დონეზე ინარჩუნებს სამშენებლო სამუშაოებისას გეოლოგიური კვლევების განხორციელების ვალდებულებას და ხელს უწყობს მსხვერპლს ! • არ აკონტროლებს სამშენებლო მასალების, სათამაშოების, ჭურჭლის და ტანსაცმლის ქიმიური თუ რადიაქტიურ დაბინძურებას ! • არ უვლის და წითელ ნუსხაში არ შეაქვს, არცერთი ყვავილი თუ სხვა არამერქნული მცენარე ! • არათანმიმდევრულია და დღემდე ქალაქების და დასახლებების აბსოლუტური უმრავლესობა კანალიზაციისა და მეტნაკლებად თანამედროვე ნაგავსაყრელი პოლიგონის ან ნარჩენების შეგროვების სისტემის გარეშე ყავს დატოვებული ! • არაფერს აკეთებს ნარჩენების განცალკევებული შეგროვებისა და გადამუშავების სისტემების მეტ ნაკლებად თანმიმდევრული განვითარებისათვის !  არ შექმნა სახიფათო ნარჩენების პოლიგონი ! • არ ქმნის წითელი ნუსხის სახეობების, ჩამორთმეული ინდივიდების გადარჩენისა და ბუნებაში დაბრუნებისაკენ მიმართულ არცერთ ცენტრს ! • დღემდე არ იღებს ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის შესახებ კანონს! • პრაქტიკულად არ ებრძვის ბრაკონიერობას, განსაკუთრებით კი ბრაკონიერულ თევზჭერას ! • არაფერს აკეთებს სამუშაო ადგილას უვნებელი და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ! • საარჩევნოდ, ეროვნული პარკების დამცავ (ბუფერულ) ზონებს „მონადირეებს“ ჩუქნის და მრავალი „წითელი ნუსხის“ სახეობას საბოლოო გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს ! • მზისა და ქარის ქვეყანაში, არაფერს აკეთებს შესაბამისი მიმართულების, ასევე სხვა უსაფრთხო ენერგეტიკული პროექტების განვითარებისთვის და ამის ნაცვლად კვლავ ქვეყნის მასობრივი „დაჰესიანება-დატბორვისა“ და მდინარეების გაქრობის ხარჯზე დიიდი პირადში შემოსავლებისთვის იბრძვის ! • ჰესებისა და დამანგრეველი მეთოდებით სამთომოპოვებითი საქმიანობის, ასევე ტყეების მასობრივი ჩეხვისთვის „ინახავს“ საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის ტურისტულ და ეკორეგიონებს, მათ შორის ეროვნული პარკის გარეშე ტოვებს სვანეთსა და რაჭას ! • ამ ყველაფრის ფონზე, თავს „მწვანე ეკონომიკის“ განმავითარებელ მთავრობად აცხადებს ! ! ! და ბოლოს, იბრძოლეთ, ვიბრძოლოთ, რათა გადავარჩინოთ ჩვენი, მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი, ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების გამორჩეული, უნიკალური ქვეყანა, თანამოქალაქენი და საკუთარი თავიც ! ფოტოზე, თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ერთი ჩვეულებრივი დღე…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close