საინტერესო

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური რძე _ უტყუარი წესები რძის მომხმარებლებისთვის!

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე:

_ უამრავი კითხვა რომელიც თქვენ გაქვთ ნედლ და ფხვნილის რძესთან დაკავშირებით…
ვიცოდეთ მეტი. ინფორმირებულობა, პრობლემების გადაწვეტის ერთადერთი გზაა. მაშ ასე ,ვაგრძელებ რძეზე და რძის
პორდუქტებზე პუბლიკაციების მოძიებას.

////////////////////////////////
რძე – ეს გახლავთ პროდუქტი, რომლის მიღებას ადამიანი დაბადებისთანავე საჭიროებს. მის გარეშე ცხოვრება ფაქტიურად წარმოუდგენელია. რძე ითვლება ყველაზე მთავარ პროდუქტად, რძის პროდუქტებსა და პურპროდუქტებს შორის. იმისათვის, რომ ხარისხიანი და სასარგებლო რძე შევიძინოთ, საჭიროა ვერკვეოდეთ ბევრ ნიუანსში: თუ როგორი შემადგენლობისაა იგი, როგორი პროდუქტი არსებობს და როგორია მისი შენახვის პირობები.
რძის შეძენისას კარგად დავაკვირდეთ ყუთს, რომელშიც მოთავსებულია იგი. მომხმარებელი ხშირად აწყდება სხვადასხვა დასახელების პროდუქტს წარწერით (მაგ: პასტერილიზებული, ნორმალიზებული და ა.შ.) ყიდულობს მასზე დახატული ფოტოს მიხედვით. ნატურალური რძე – არის ისეთი პროდუქტი, რომელსაც არა აქვს დამატებული წყალი. იგი უფრო ცხიმიანია, რადგან შეიცავს ნაღებსაც. ცხიმიანობა ამ შემთხვევაში განსხვავებული შეიძლება იყოს და ცხოველის ჯიშზეა დამოკიდებული. ზოგადად ცხიმიანობა მერყეობს 0,5%-დან 10% -მდე. თუ ამაზე ნაკლებია, უნდა ვიგულისხმოთ, რომ რძე ცხიმმოხდილია, ხოლო თუ იგი 10% -ზე მაღალია, იგი ნაღებს წარმოადგენს.

ისე როგორც ყველა „ცოცხალი“ პროდუქტი, რძეც უსაფრთხო უნდა იყოს მომხმარებლისათვის. მითუმეტეს, რომ იგი მალფუჭებად პროდუქტს მიეკუთვნება. ამიტომ, მწარმოებელი იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიებს მისი პასტერიზაციის ან სტერილიზაციისათვის. ამ ტიპის პროდუქტი უკვე ისე „ცოცხალი“ აღარ არის და იგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წესით გადაამუშავეს იგი. სტერილიზებული რძის მისაღებად გამოიყენება მაღალტემპერატურული რეჟიმის სტერილიზატორი, სადაც ტემპერატურა 115-150 გრადუსი ცელსიუსია. მაღალი ტემპერატურა ანადგურებს როგორც საზიანო, ასევე სასარგებლო მიკროფლორას და ვღებულობთ პროდუქტს, რომელსაც აქვს შენახვის დიდი ვადა, მაგრამ ძალიან ცოტა სასარგებლო თვისებები. პასტერიზებული რძე, უფრო მეტად პოპულარული პროდუქტია, რომელსაც პრაქტიკულად მთლიანად აქვს შენარჩუნებული სასარგებლო თვისებები, ვინაიდან ის დამუშავებულია 65-95 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე, მაგრამ შესაბამისად ნაკლები აქვს შენახვის ვადა.

რძის ნაირსახეობას მიეკუთვნება აღდგენილი რძე, რომელსაც ძნელია ვუწოდოთ სრულფასოვანი საკვები პროდუქტი. ასეთი რძე მიიღება რძის ფხვნილისაგან წყლის დამატებით. ამ დროს, იკარგება ბევრი ვიტამინი და სასარგებლო ნივთიერება და წარმოიქმნება საშიში ოქსიხოლესტერინი (დაჟანგული ქოლესტერინი), იცვლება მისი გემოვნური თვისებები, ხოლო კალორიულობა კი რჩება, როგორც პასტერიზებულ რძეში. ჩვენი რჩევაა, აღდგენილი რძე მხოლოდ კულინარული მიზნებისთვის გამოიყენოთ. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ რძის ფხვნილი ნაკლები რაოდენობით შეიცავს ალერგენებს და ქოლესტერინს. ამიტომ იგი დიეტურ კვებაში გამოიყენება. ხშირად მწარმოებლები ურევენ ერთმანეთში ნატურალურ და აღდგენილ რძეს. თუმცა ეტიკეტზე მიუთითებენ, რომ პროდუქტი ნატურალურია.

ხელოვნური რძე-ეს ის პროდუქტია, რომელსაც ნამდვილად უნდა ვერიდოთ. იგი შეიცავს მცენარეულ ცხიმებს (ქოქოსისა და პალმის ზეთს) ნაცვლად რძის ცხიმისა. თუ ჩვენ ვნახეთ რძე, დაბალფასიანი და მაღალი ცხიმის შემცველობით, უნდა მივხვდეთ, რომ იგი არის ხელოვნური. ხოლო იყიდით, თუ არა ამ პროდუქტს თქვენი გადასაწყვეტია.

რძის ხარისხი ბევრად არის დამოკიდებული იმ საქონლის ჯანმრთელობაზე, რომლისგანაც იგი იქნა მიღებული. თუ რძეს მომწარო და მარილიანი გემო აქვს, შესაძლებელია ეს იყოს მიზეზი იმისა, რომ საქონელს ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საყურადღებო, თუ კერძო პირისგან ვყიდულობთ რძეს. ქარხნულად დამზადებული პროდუქტი კი, ლაბორატორიულ კვლევას გადის და ამ მხრივ საშიშროება გამორიცხულია. ასევე უნდა დავყნოსოთ უნდა რძეს, რომ არ ჰქონდეს მას მომჟავო სუნი. საერთოდ იგი უნდა იყოს სასიამოვნო რძისათვის დამახასიათებელი არომატით. ყველაზე გავრცელებული ფალსიფიკაცია რძისათვის არის მისი წყლით განზავება. ამის დასადგენად უნდა დავაწვეთოთ რძე. ნატურალური რძის წვეთი ფორმას ინარჩუნებს, ხოლო განზავებული არა. ეს პროცედურა შეგვიძლია საკუთარი ხელის ცერა თითის ფრჩხილზე ჩავატაროთ. ასევე შეიძლება გამჭვირვალე, წყლით სავსე ჭიქაში ჩავაწვეთოთ და დაუკვირდეთ მას. განზავებული რძე ძალიან მალე გაიხსნება, ხოლო ნატურალური რძის წვეთმა კი უნდა მიაღწიოს ჭიქის ფსკერს და მხოლოდ შემდეგ გაიხსნას წყალში.

რძე თუ ჭურჭელში ნალექს ტოვებს, ეს იმას ნიშნავს , რომ მას აქვს მყარი დანამატები, მისი შენახვის ვადის გახანგრძლივების და ნაკლოვანებების გადაფარვის მიზნით. ასეთ დანამატებს მიეკუთვნება: ფქვილი, სახამელებლი, ცარცი, თაბაშირი, სოდა, შაქარი აგრეთვე ბორისა და სალიცილის მჟავები. თითქოს ეს ნივთიერებები საშიში არ არის, მაგრამ შეიძლება გამოიწვიონ ტოქსიკოინფექციები. ცარცი, თაბაშირი, კირი და სოდა შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ლიმონმჟავის ან ძმრის დამატებით. დავასველოთ ქაღალდი რძეში და დავაწვეთოთ მას მჟავა. თუ რეაქცია წავა, ანუ წარმოიქმნება ბუშტუკები ან შუშხუნი, ე. ი. რძეს დანამატი აქვს. ხოლო თუ ქაღალდს იოდს დავაწვეთებთ და იგი გალურჯდება, მასში სახამებელი და ფქვილია.
ზოგიერთ რძეს შეიძლება დამატებული ჰქონდეს კონსერვანტები. მაგ: სორბინისა და ბენზოინის მჟავა. ხოლო რძის ფხვნილს კი დამატებული ჰქონდეს არცთუ ისე სასარგებლო საღებავი – Е171. ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების გამოყენება კანონით აკრძალულია. ამიტომ, სავარაუდოდ ეტიკეტზე მას ვერ ნახავთ და მისი აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

რძის ფხვნილის შეძენისას, ყურადღება მივაქციოთ მის შეფერილობას. იგი თანაბრად თეთრი, ოდნავ მოკრემისფერო უნდა იყოს. მკვეთრი მოყვითალო შეფერილობა ან მოყავისფრო შეფერილობა ცუდი ნიშანია(მიმწვარი ან საღებავია გამოყენებული) ფხვნილი უნდა იყოს მშრალი, სასიამოვნო სუნითა და არომატით.

რძისათვის ყველაზე შესაფერისი ტარა არის მინა. პლასტიკატი უფრო ცუდი ვარიანტია, ხოლო რბილი პოლიეთილენის შეფუთვა კი, ყველაზე იაფფასიანი და ცუდია. თუმცა ბევრი უპირატესობა გააჩნია მას. მაგალითად, თუ იგი შებერილია, უკვე ვიცით, რომ რძეს გაფუჭება აქვს დაწყებული. თუ პოლიეტილენის რბილ შეფუთვაში შევიძინეთ რძე, სახლში მიტანისთანავე მინის ჭურჭელში გადავიტანოთ. რძე ძალიან მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ. ამიტომ მოვარიდოთ იგი მზის პირდაპირ გამოსხივებას. ამგვარ პირობებში მოთავსებული პროდუქტის ყიდვისაგან შევიკავოთ თავი. რძისათვის იდეალური შენახვის ტემპერატურა 4 -დან 6 გრადუს ცელსიუსია და საერთოდ ეტიკეტზე მითითებული პირობების დაცვა აუცილებელია.

პასტერიზებული რძე ერთი კვირა ინახება, სტერილიზებული 6 თვემდე. მხოლოდ ჰერმეტულ შეფუთვაში. გახსნის შემდეგ კი, სამი დღის განმავლობაში უნდა მოვიხმაროთ. რძის ფხვნილი უფრო დიდხანს ინახება დაახლოებით რვა თვე, ხოლო უცხიმო კი შესაძელებელია სამი წლის განმავლობაშიც 0-დან 6 გრადუს ცელსიუსამდე და ტენიანობის არაუმეტეს 85 პროცენტისა. ვაკუუმშეფუთვა და ინერტული გაზის არსებობა, გააუმჯობესებს შენახვის პირობებს.
ბავშვებისა და ახალშობილებისაგან განსხვავებით, მოზრდილებს ხშირად უჭირთ რძის მონელება. ამიტომ რეკომენდირებულია მისი თბილი სახით მიღება ცალკე და არა სხვა პროდუქტებთან ერთად. ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული რძე, რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას. ამ ტიპის პროდუქტის მოხარებისას, მისი მონელების პრობლემა აღარ არსებობს.

Related Articles

Back to top button
Close