სამართალი და კრიმინალი

დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა

მძიმე ავარია გარდაბანში

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24 news.ge ავრცელებს.

.

ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა. ავარიის შედეგად ორივე მათგანი მძიმედ დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close