საინტერესო

დანგრევის პირას მისული წმინდა ,,ბარბარეს” ეკლესია აღადგინეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 17 უძველესი ძეგლია

  სოფელი ფხოველი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სოფელია, სადაც შემორჩენილია -17 არქიტექტურული ძეგლი. სოფელი მდებარეობს, ზღვის დონიდან- 820 მეტრზე.  ფხოველი ისტორიული წყაროებით შედიოდა ჭერმის ეპარქიაში, რომლის გაუქმების შემდეგ გადავიდა ბოდბის მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში. სოფელში, ყმა-მამულების ძირითადი მფლობელები იყვნენ ანდრონიკაშვილები.
  სოფლის ისტორიულ ძეგლებს შორის,  თავისი მონუმენტურობით გამოირჩევა წმინდა ,,ბარბარეს” ეკლესია, რომელიც ითვლება თავად ანდრონიკაშვილების საგვარეულო ეკლესიად (ეკლესიის ინტერიერში რამდენიმე საფლავის ქვა ანდრონიკაშვილებისაა).
  ძლიერ დაზიანებული, ფაქტიურად დანგრევის პირას მისული ეკლესია (რაც ფოტოებზე ჩანს), აღდგენილი იქნა საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუს” დაფინანსებით (პროექტის ავტორი არქ. ნოდარ მინდორაშვილი). აქვე მინდა ავღნიშნო, ჩვენი თანამემემულის გია ალიაშვილის მიერ შეტანილი დიდი წვლილი,ეკლესიის რეაბილიტაციის საქმეში.
  წმინდა ,,ბარბარეს” ეკლესია განეკუთვნება მე-XVI საუკუნეს. აქვს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ჩემი რუბრიკის-გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები-მიზანია, საზოგადოებას გავაცნო ჩვენი ისტორიული ძეგლები, რომელთა რაოდენობა 300- ს აღემატება.
თამაზ მარკოზაშვილი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close