საზოგადოება

,,ავერსმა” თსსუ კურსდამთავრებულებს გამოსაშვები საღამო უამრავი სიურპრიზით დაამახსოვრა!

? თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება 16 ივლისს გაიმართა. კომპანია “ავერსი”, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი, ღონისძიებაზე საკუთარი კუთხით გახლდათ წარმოდგენილი.
✨️ “ავერსმა” ახალგაზრდებს შესანიშნავი სიურპრიზებით მიულოცა სასწავლებლის დამთავრება: გათამაშდა ექსკლუზიური ბრენდული კოსმეტიკის უამრავი სასაჩუქრე ნაკრები, ხოლო შვიდ სტუდენტს, რომლებიც “ავერსში” გადიოდნენ სტაჟირებას, საქართველოს კურორტების ორკაციანი საგზურები გადაეცა.
✨️ სადღესასწაულო განწყობაზე “ავერსის” მიერ მოწვეულმა მუსიკალურმა ბრენდმა “ნიუტონმა” იზრუნა.
წლებია “ავერსი” აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან და მომავალ ექიმებსა და ფარმაცევტებს კარიერული წინსვლის პერსპექტივას სთავაზობს. “ავერსის” კლინიკებსა და სააფთიაქო ქსელში სტაჟირება და შემდგომი დასაქმება მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებსაც შეუძლიათ.
? სიყვარულით #ავერსი
.
.
.
.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close