საზოგადოება

Admixer – საერთაშორისო ციფრულ სივრცეს ქართული სარეკლამო ბაზარი შეუერთდა

ციფრული მედია ბაზრის მონაწილეების გაერთიანებას, ინტერაქტიული რეკლამის შეძენას, გამართვასა და შექმნის პროცესს 2020 წლის ოქტომბრიდან Admixer-ი უზრუნველყოფს. ეს არის ახალი სიტყვა ციფრულ სამყაროში, რომელიც  ქართულ ინტერნეტ-სარეკლამო ბაზარზე უპრეცედენტო შესაძლებლობას იძლევა.

დსთ-ს წამყვანი დიჯითალმოთამაშე კომპეტენციის არეალის გაფართოვებას საქართველოს ბაზარზე აგრძელებს. Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი დიმიტრი ტიკარაძე საქართველოში Admixer-ის მიზნებზე საუბრობს და განმარტავს, რომ Admixer-ი ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს.

„Admixer-ის მიზანია, გააცნოს ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და უზრუნველყოს მათი დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერა ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის. მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. აგრეთვე, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, – აღნიშნავს დიმიტრი ტიკარაძე.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, Admixer Advertising Georgia ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებისა და პრაქტიკის დანერგვას შეუწყობს ხელს.

საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამების დამკვეთები – ეს ის ჩამონათვალია, რომელთანაც Admixer-ის ეკოსისტემა პროდუქტიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა. მაგალითად: ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

„Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera (და მრავალი სხვა მსგავსი) ეს ის პროდუქტებია, რომელთა წარმომადგენელი და პარტნიორი სწორედ Admixer-ია. შესაბამისად, Admixer-ი ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს“, – ამბობს დიმიტრი ტიკარაძე.

Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

 „Admixer-ი საქართველოში ედვერთაიზერებსა და ფალიშერებს შორის საქმიან მიდგომებს გაამარტივებს, რადგან სწორედ Admixer-ი უზრუნველჰყოფს ეფექტიანი სარეკლამო კამპანიებისთვის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ, წარმატებით შეინარჩუნონ და კიდევ უფრო ეფექტურად წარმოაჩინონ არსებული საბაზრო ურთიერთობები. გარდა ამისა, შექმნან საკუთარი პროდუქტი, ფეხი აუწყონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდნენ, “ – აღნიშნა Admixer Advertising-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე ბრეუსმა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: Admixer.ge

Email: info@admixer.ge

Related Articles

Back to top button
Close