ცხოველთა სამყარო

,,ამ ბაღში ბავშვები მასწავლებლებისაგან ყოველდღე სწავლობენ სიკეთის კეთებას”

თავშესაფრის ტელეფონზე ზარი შემოვიდა ,171-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ვარო გაგვეცნო. გავიგე საჭმლის ნარჩენები გჭირდებათ მიუსაფარი ცხოველებისთვისო და დიდი სურვილი გვაქვს ამ აქციაში ჩავერთოთ. გაგვიკვირდა, რადგან მანამდე ჩვენ თავად მივმართეთ ბაგა-ბაღების სააგენტოს და კატეგორიული უარი გვითხრეს. ქალბატონმა მარიკა ჯიჯიეშვილმა გვითხრა: რატომ უნდა გადავყარო ჩემს ბაგა-ბაღში დარჩენილი საჭმელი, როცა შეიძლება ბავშვებს პატარაობიდანვე ვასწავლო სიკეთის კეთება, ვასწავლო რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია. გვეამაყება, რომ საქართველოში ცხოვრობს ასეთი საოცარი ქალბატონი. სიკეთის განსახიერება, რომელიც ასე ზრუნავს ჩვენს შვილებზე და შვილიშვილებზე. ალბათ სწორედ ასეთი მასწავლებლის იმედი ჰქონდა აშშ-ს პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლნს მის ცნობილ წერილში “მიმართვა მასწავლებელს”. ამ ბაღში ბავშვები   მასწავლებლებისაგან ყოველდღე სწავლობენ სიკეთის კეთებას. ეს ბავშვები ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლის გარანტია.

წყარო: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close