საზოგადოება

,,ალბად დაფასდებოდით, სამსახურიც გექნებოდათ, ზოგიერთებივით, ფულის კეთება რომ დაგეწყოთ”

,,სირცხვილი” _ პარლამენტის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა ეს სიტყვა სამი გოგონას ფოტოს და მის ქვეშ განთავსებულ სტატუსს მიაწერა. სტატუსის ავტორი ლეკა მენაბდიშვილია. როგორც მისი ფეისბუქგვერდი გვატყობინებს, ლეკა მუშაობდა თბილისის მერიაში, შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ქართულ ოცნებაში, ახლა კი ის, მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად უმუშევარია.

,,ძალიან ბევრი ადამიანი დაიბნა ჩემი სტატუსის გამო და ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის. მადლობა თქვენ, თბილი სიტყვებისთვის.
  დაბნეულობა გამოიწვია სტატუსმა, რადგან ჩემი ფბ მეგობრების 90%მა არ იცოდა, რომ მე აგვისტოს შემდეგ ვარ უმუშევარი. ალბათ ეს არც გაჟღერდებოდა ამ დონზე, რომ არა ერთი ფაქტი…

 ჩემი სამი მეგობარი, სამი გუნდელი, სამი მებრძოლი, სამი თანაპარტიელი, სამი ადამიანი, ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ოცნების გამარჯვებაში და ნაცების დამარცხებაში, რამდენიმე დღის წინ დარჩნენ სამსახურის გარეშე. არ იდარდოთ გოგოებო, ყველაფერი კარგად იქნება.ა ლბათ დაფასდებოდით, რომ არ გებრძოლათ მაშინ, როცა დრო იყო, რომ ზოგიერთებივით სახლებში გამოკეტილიყავით, ან ზოგიერთებივით ფულის კეთება დაგეწყოთ, ან დაგზარებოდათ შრომა, ან ერთგულები არ ყოფილიყავით, ეს ყველაფერი რომ შეგესრულებინათ სამსახურებიც გექნებოდათ დღეს და ბევრად ,,კარგადაც” იქნებოდით.
  თუმცა ასეთები რომ არ ხართ, მაგიტომ ხართ ჩემი მეგობრები და სწორედ ამიტომ მეამაყებით. თქვენთან ვარ ბოლომდე” _ წერს ლეკა მენაბდიშვილი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close