საზოგადოება

,,აზვირთებულ შემოდგომას თქვენ არ შეგიბრალოთ ბახუსის ღმერთმა” _ ქიზიყში, ქვ. მაჩხაანში 1884 წელს აშენებული სკოლა დაანგრიეს

,,1884 წელს ქიზიყში, ქვ. მაჩხაანში აშენებული სკოლა დაანგრია დღევანდელმა კურთხეულმა მთავრობამ, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, ამ აზვირთებულ შემოდგომას თქვენ არ შეგიბრალოთ ბახუსის ღმერთმა, რომელსაც ასე გულმოდგინედ მსახურებთ, დამაქცეველო თანატოსებო. საოცარია, საიდან დაიწყო და რატომ მოგვდევს ამდენ ხანს თვითგანადგურების ინსტინქტები საზოგადოებას. არ ვიცი არცერთი ქვეყანა (ჩინეთის და ინდოეთის გარდა), რომელსაც თვითდაზიანებისა და თვითგანადგურების ფუნქცია ასე აქტიური ჰქონდეს.

და თქვენთან ერთად, საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, სიღნაღის მუნიციპალიტეტი, არაფრობაში, უყველაფრობაში, უსიყვარულობაში ჩვენც გადაგვისვრიან, ჩვენც, ვინც ეხლაღა მოვთქვამთ, იმიტომ რომ გავიგონებთ ასეთ სიტყვებს: ვიცი თქვენი საქმენი: შენ არც ცივი იყავი, არც ცხელი. ო, ნეტა ან ცივი ყოფილიყავი, ან ცხელი! მაგრამ რაკი ნელ-თბილი იყავი შენ, არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაატა ალავერდაშვილი და ისტორიული სკოლის ფოტოებს აქვეყნებს.

Related Articles

Back to top button
Close