საზოგადოება

შალვა ნათელაშვილი: ესენი მარტო ლგბტ კი არა,  მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ მეტ პროვოკაციას იმ დროს, როდესაც ხალხი იცილებს ივანიშვილის რეჟიმს, ვინ მოიფიქრებდა? ესენი მარტო ლგბეტ კი არა,  მოსკოვისა და უშიშროების აგენტურაა ერთდროულად.ჯერ იყო და კინაღამ რუსი რაინდები ბელადებად აქციეს, ახლა დარწმუნებული ვარ, ოლიგარქი მილიონებს გაუშვებს ყველაფრის მკადრებელ არსებათა მოსასყიდად, რათა ეს მარში ჩაატარებინოს ამ ეროვნული მუხტის სადისკრედიტაციოდ. მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა. თუ მართლა ვინმე აპირებს ამ გაპონობას, გირჩევთ, არ გაბედოთ მსგავსი რამ და დროზე შეძვრეთ იქ, საიდანაც გამოძვერით.

 P.S აი, უკვე დაიწყო მუშაობა იუდა მოშე გლუკჰარტის კანტორამ.

შეგახსენებთ, რომ

თბილისი პრაიდის ორგანიზატორების ცნობით “ღირსების მარში” ხვალ, 8 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე ავრცელებენ.

“22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ, ვინც სრულიად სამართლიანად აპროტესტებდა პარლამენტის წინ რუსულ ოკუპაციას და რუსი პარლამენტარის სამარცხვინო ვიზიტს საქართველოში.

ხვალ, 8 ივლისს, თბილისის პრაიდის გუნდი, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ღირსების მარშს გავმართავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება.

ჩვენ გამოვდივართ!”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Related Articles

Back to top button
Close