პოლიტიკა

,,გამაგრდით, არ შედრკეთ, გველეშაპი აუცილებლად დამარცხდება”_ შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონიდან

რუსთაველზე საპროტესტო აქციის დარბევას შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონიდან გამოეხმაურა, სადაც ის სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ,,ივანიშვილმა გააკეღა ის, რაც დაავალეს მოსკოვიდან და რაც შედის მისი დანაშაულებრივი, კრიმინალური კლანის ინტერესებში, ძალაუფლების შენარჩუნების, სიმდიდრის და ბატონობის უკვდავსაყოფად. ეს ჯოხი ტყდება მშვიდობიან მომიტინგეებზე, ახალგაზრდობაზე, ჩვენს შვილებზე. მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს პირადად, არცერთი ქვეყანა თავშესაფარს არ მოგცემს თუ მოასწარი გაქცევა. ის ცოდვა, რაც შენ გააკეთე, უპატიებელია. საცოდავი და უბედური კაცი ხარ და არ დავუშვებთ, რომ ეს უსასრულოდ გაგრძელდეს ჩვენს ქვეყანაში. უკვე დამთავრებული ხარ! იყო ასეთი პანამის დიქტატორი მორიელსი, ამერიკის მოკავშირე. ამერიკის სპეცსამსახურებმა ის პანამაში ნარკობარონობისთვის დააკავეს და ამერიკაში გაასამართლეს. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ნარკობარონი კი არა, მსოფლიო მასშტაბის კრიმინალია, იარაღის კონტრაბანდის თუ.. მისი შეტანილი იარაღით ანგოლაში მილიონი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა.. ვაზის ქვეყანაში ნარკოტიკების პლანტაციებს გვიშენებდა, რომ არა ჩვენი ხალხის მძაფრი რეაქცია. თავის დროზე მრეწველობის და სოფლის მეურნეობის წამყვანი ქვეყანა ბიტკოინების ქვეყნად აქცია და იმ ბიტკოინებით ნაშოვნ  ჩვენთვის წართმეული ფულსოფშორულ ზონებში გადასარევად იყენებს. ჩემი მთავარი მოთხოვნა აქ სენატში და კონგრესში არის დაყადაღდეს ამერიკის და დასავლეთის ბანკებში გადმოტანილი ბიძინა ივანიშვილის მილიარდები, შემდგომში მათი საქართველოს ბიუჯეტში დაბრუნების პერსპექტივით. პირობას ვაძლევ საქართველოს, რომ ეს აუცილებლად მოხდება! გამაგრდით, არ შედრკეთ, გველეშაპი აუცილებლად დამარცხდება და ეს ძალიან მალე მოხდება

Related Articles

Back to top button
Close