საზოგადოება

,,ბიჭებს რომ ვკითხე, ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ”

,,ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი!"

რამდენიმე ჟურნალისტმა მკითხა და სხვებიც მწერენ, უცხოურ ლეგიონში რამდენს იღებთ ანაზღაურებასო. არავის ქართველებიდან (სხვებზე ვერაფერს ვიტყვი) კითხვაც კი არ დაგვისვამს რამე ანაზღაურება იქნება თუ არა. უფრო მეტიც, ბიჭებს რომ ვკითხე, ყველანი შეურაცხყოფილები დარჩნენ. ჩემს და მათ პოზიციას გეტყვით – ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით მოხალისეებად, საძაგელ დამპყრობლებთან საომრად და ნებისმიერი საუბარი რაიმე ფულზე არის ჩვენთვის შეურაცხმყოფელი!
სიკვდილი ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
ალექსანდრე ელისაშვილი, პოლიტიკოსი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close