ჯანდაცვა

,,ბავშვს სისხლს ვერ უწყვეტავდნენ და სასწრაფომ გამოძახებიდან 15 წუთში დარეკა, ვერ მოვდივართო”

,,ძალიან გაოცებული ვარ და შეშფოთებული, იქნებ აქ ვინმე იყოს ისეთი კომპეტენტური პირი, ან მოვიხსენიოთ, რომ ნახოს. მოკლედ, საქმე ეხება სასწრაფოების მუშაობას. რა ხდება ხალხო, გამარკვიეთ, ეს გამოძახებული სასწრაფოები საერთოდ მიდიან დროზე დანიშნულების ადგილზე? მიდიან კიი? თუ ვერ აღწევენ გამოძახების სიმრავლის გამო, ამდენი უმუშევარია და დაამატონ კიდევ, უბრალოდ, პატარა მანქანებით მაინც, ან ,,პროპკების” გამო თუა, იყოს ყველა უბანში სასწრაფოების მანქანების მოსაცდელი, ამის არ მიხედვა შეუძლებელია, მართლა? სასწრაფო რო გჭირდება, იქნებ როგორ გიჭირს ადამიანს? არ მოდის სასწრაფოები, ან ერთი საათის დაგვიანებით შეიძლება მოაღწიონ, ან გირეკავენ ნახევარი საათის მერე, რომ ვერ მოვდივართო და…

მეზობლის ბავშვმა თავი აარტყა წვეთიან ლურსმანზე, ხოდა სისხლს ვერ უჩერებდნენ, გამოიძახეს და 15 წუთის მერე დარეკეს ვერ მოვალთ და ან თქვენით წაიყვანეთ და ან როცა მოვახერხებთ მაშინ მოვალთო. ,,კრუგომ” სანაცნობოში ყველა ჩივის, მოხუცებულს სპაზმები დაემართა, გამოიძახეს და გაგუდულივით ეგდო უსულოთ და, ვერ მოდის სასწრაფოო, აგერ როდისღაც აღირსეს პასუხი. თავად წაიყვანეს მერე ტაქსით. მოშლილია სასწრაფოების მუშაობა და არ უნდა ვიყოთ მაგათ იმედად? გაგვარკვიონ ბარემ, ტყვილად რომ არ გვეიმედებოდეს და არ დაიკარგოს დრო, ხანდახან წუთებიც ხო გადამწყვეტია’ _ წერს ჯგუფში ,,მკურნალი” ნინო ჩიკვაიძე.

Related Articles

Back to top button
Close