საზოგადოება

,,მოვითხოვთ, საქართველოს მოქალაქეთათვის ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულება გახდეს უფასო”

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, კუტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ძეგლთა მონახულების საფასურის გაორმაგების და მათი, ასევე ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტების საფასურის განუხრელი და ინტენსიური ზრდის დაუშვებლობის თაობაზე !

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, სრულიად დაუშვებელია და ანტიკონსტიტუცირიც კია სიტუაცია, როცა ხელისუფლება ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის მონახულებას ხდის ფასიანს და თანაც საფასურს განუხრელად ზრდის ! ,,ამის გამო საქართველოს ისედაც უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთმევა საშუალება, ისარგებლოს ბუნებისა და წინაპრების მიერ შექმნილი მემკვიდრეობით სარგებლობის, მათ შორის ეკლესია-მონასტრების მოლოცვის უფლებაც კი ! ნათქვამიდან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ, სულ მცირე, ყოველ მეორე დღეს, საქართველოს მოქალაქეთათვის ყველა ისტორიული და ბუნებრივი ძეგლის მონახულება გახდეს უფასო, ასევე შეწყდეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ახალი ძეგლების შეღობვა შემოსავლების მიღების მიზნით !” _ განაცხადა ჩხარტიშვილმა.

Related Articles

Back to top button
Close