პოლიტიკა

“2008 წელს სააკაშვილს უბიძგეს ამ ომისკენ” _ ნინო ბურჯანაძე

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე არაოფიციალური ვიზიტით მოსკოვში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. რუსული პირველი არხის თოქ-შოუში “60 წუთი”, მან 2008 წლის აგვიზტოზეც ისაუბრა.

“2008 წელს სააკაშვილს უბიძგეს ამ ომისკენ. ოფიციალური შეხვედრების დროს ამერიკელები მეუბნებოდნენ არ დაიწყოთ ომი აფხაზეთსა და ოსეთში, არ აყვეთ პროვოკაციას. ახლა დარწმუნებული ვარ რომ მაგალითად, მაკკეინი სხვა რამეს ამბობდა და სააკაშვილს ვიცნობთ და ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მას ჰქონდა მხარდაჭერის იმედი…

ასეა უკრაინაშიც. ვიღაცას ძალიან აწყობს რაც იქ ხდება. ეს არ აწყობს არც რუსეთს, არც უკრაინას. ვიღაცას სურდა 2008 წლის ომით რუსეთის წარმოჩინება როგორც მსოფლიოს მტრის და აგრესორის და ამ მიზანს მიაღწის… ახლაც უკრაინაში სურთ რუსეთის აგრესორად წარმოჩენა. ეს არის მთავარი მიზანი. არიან სერიოზული წრეები, ვისაც აწყობს დაძაბულობა რუსეთსა და უკრიანას შორის“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close