საზოგადოება

ლელა ბჟალავა: როდემდე უნდა იწვოდეს საქართველო, დასასრული არ აქვს?!

ადვოკატი ლელა ბჟალავა ეხმაურება იმ საშინელ ტრაგედიას,  რომელიც გუშინ, ბათუმში მოხდა.

,,საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა საერთოდ არ ხდება და მას, არც სახელმწიფო აკონტროლებს. მოქალაქეებმა არ ვიცით, რამდენად უსაფრთხოდ არის აშენებული სახლები, სასტუმროები, რესტორნები, კულტურის ობიექტები, ბაზრობები და ა.შ. არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება, აქვთ თუ არა უსაფრთხოდ გაკეთებული ბუნებრივი კონდიცირება, განათება და სხვა უამრავი დეტალი, რაც აუცილებადი მოთხოვნაა.

სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების ყველა ობიექტზე უნდა იყოს დადგენილი. 140-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს გააუქმა, რის შემდეგაც მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს უფლება აღარ აქვთ მშენებლებს ტექნიკური ნორმების დაცვა მოთხოვონ, ასევე აღარ აქვთ ვალდებულება არც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომელიც ადრე სახანძრო სამსახურთან უნდა შეთანხმებულიყო, არც წყლისა და კანალიზაციის, არც ელექტროობის და სხვა ნორმების დაცვის ვალდებულება. 

რა არის ეს? აუცილებლად უნდა შევიდეს ცვლილება კანონში და გამკაცრდეს ტექნიკური ნორმების დაცვა. მოქალაქეების უსაფრთხოება კანონით უნდა იყოს გარანტირებული. კორპუსების სასტუმროების მშენებლობა უნდა კონტროლდებოდეს უმკაცრესად. მოქმედი კანონმდებლობაც უნდა აძლევდეს საშუალებას, რომ სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს სახელმწიფოში.
როდემდე უნდა იყოს უკონტროლოდ დარჩენილი ეს სფერო? თითქმის ყოველ კვირას სადღაც ხანძარია, მაგრამ უმეტესს შემთხვევაში მიზეზებს ვერც გამოძიება ადგენს. იღუპებიან, მატერიალურად ზარალდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას, ისინი კი მათზე არ ზრუნავენ. ყველამ ერთად მოვითოხოვოთ კანონი, რომლითაც დაცული იქნება უსაფრთხოების წესები. როდემდე უნდა გაგრძელდებს ხანძარი ტყეებში, ბიზნესობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებში, სასტუმროებში… როდემდე უნდა იწვოდეს საქართველო და ქართველობა? გამოფხიზლდი ხელისუფლებავ და იმოქმედე!”

შეგახსენებთ, რომ დიდი ტრაგედია ბათუმში
სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის. euronews.ge  სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close