საზოგადოება

ანაკლიის მუსიკალური ფესტივალის ახალი მსხვერპლი _ ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

ანაკლიის სანაპიროზე მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე დაიღუპა, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.

პირველი არხის ინფორმაციით, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაწერეს. მათი თქმით, თავს კარგად გრძნობდნენ.

გარდაცვლილი მამაკაცი ქუთაისის სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.

ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES ტარდება.

წყარო: 1tv.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close