საზოგადოება

,,არავინ არავისთან არ დგას, ეს არის დროებითი ერთობა”

  ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ათი პასუხი კითხვაზე: რატომ დგახართ ამასთან, იმასთან…
პასუხი: 1. ვიმეორებ, გვქონდა რა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებდა პროპორციული სისტემის ჩაგდებას, მაჟორიტარების მეშვეობით, კენჭისყრის წინა დღეს, შალვა ნათელაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და ოპოზიციას მოუწოდა, რომ ასეთ შემთხვევაში შევკრებილიყავით და ხელი მოგვეწერა მემორანდუმზე, რომლის მიხედვიღაც გამოვიდოდით ქუჩაში და ამით ასევე გაგვეფრთხილებინა ივანიშვილი, რომ არც ეფიქრა არჩევნების გაყალბებაზე.
2. მომდევნო დღეს, ასრულდა რა ჩვენი ინფორმაცია და ჩააგდო ოლიგარქმა თავისივე ინიცირებული კანონპროექტი, მთელი ოპოზიციური სპექტრი, 28 პარტია ჩვენს ოფისში შეიკრიბა. შესაბამისად არავინ არავისთან არ დგას. ეს არის დროებითი ერთობა.
3. ეს არ არის არანაირი საარჩევნო გაერთიანება, ბლოკი, ეს არის დროებითი ერთობა ივანიშვილის ტყუილების გასაპროტესტებლად, რომ ეს იყოს მისი ბოლო ტყუილი.
4. მივაღწევთ თუ არა მიზანს ოპოზიცია, და დაინიშნება არჩევნები, ყველა და ვუბრუნდებათ ჩვენს ძველ ფორმატს და ტრადიციულ დებატებს ერთმანეთში.
5. თუ შეატყობთ ვინმეს ამ ფორმატის ან რაიმე თამაშს, ამის თქმა და მხილება აუცილებლად მოხდება.
6. 21 ივნისის დარბევის შემდეგ თავად ივანიშვილმა აიღო ეს პასუხისმგებლობა, ისე რომ არავის მოუთხოვია, იმ დიდი პროტესტის ჩახშობის მიზნით.
7.შეგნებულად მოგვატყუა არა პოლიტიკური პარტიები, არამედ მთელი ერი და მთელი დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც ასევე აღშფოთებული არიან ამ გრანდიოზული ტყუილით
8. ქუჩაში არ დგანან მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, დგას საზოგადოება, ახალგაზრდობა, არასამთავრობოები .
9. გასაკვირია საზოგადოების იმ ნაწილის, ვინც შეურაცხყოფილი და აღშფოთებული არ არის ოლიგარქის ამ ,,გადაგდებით”და არ აპროტესტებს
10.თუ ესეც გაუვიდა თავგასულ ოლიგარქს, ოლიგარქიული უღელს კიდე კარგად ხანს ვერ მოვიცილებთ.

Related Articles

Back to top button
Close