სამართალი და კრიმინალი

ადვოკატი თეა ჭეიშვილი საპროკურორო საბჭოს წევრი გახდა

თეა ჭეიშვილი საპროკურორო საბჭოს წევრი გახდა. პარლამენტმა შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა (84 მომხრე).

აღნიშნულ თანამდებობაზე თეა ჭეიშვილის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს „ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. პარლამენტის რეგლამენტის 207-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

წყარო: interpressnews.ge

Related Articles

Back to top button
Close