გორში 14 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
„ძნელია, შეეგუო, რომ საკლასო ოთახში მისი მერხი ცარიელი დარჩება“

გორში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა.
.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიამი მეგობრებთან ერთად დაბადების დღიდან ბრუნდებოდა. ბავშვები ფეხით გორის მიმართულებით მიდიოდნენ, როდესაც მათ ავტომობილი დაეჯახათ. სამი არასრულწლოვანი დაშავდა.ყველაზე მძიმე დაზიანებები მარიამმა მიიღო. კიდევ ორი მოზარდი მსუბუქად დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი 22 წლის იყო და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მარიამს ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მისი კლასის დამრიგებელი.
ძნელია, შეეგუო, რომ საკლასო ოთახში მისი მერხი ცარიელი დარჩება, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ ის ყოველთვის იქნება ჩვენი კლასის ნაწილი. მისი სიკეთე და ღიმილი სამუდამოდ დარჩება იმ მაგალითად, თუ როგორ უნდა გიყვარდეს გარშემომყოფები.
ჩვენი კლასისა და სკოლის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახს ამ უდიდესი და აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. მშვიდობით, ჩემო საყვარელო გოგონავ… შენი შუქი ჩვენს საკლასო ოთახსა და გულებში არასოდეს ჩაქრება,” – წერს ხათუნა ხადური.




