სიღნაღის ამბები

ყველაზე გვიან  ხალხი იგებს, ვინ გახდა ხალხის რჩეული თვითმმართველობის არჩევნებით

სიღნაღის საკრებულოს ახალი შემადგენლობა- დეპუტატების სრული სია

   ყველაზე გვიან  ხალხი იგებს, ვინ გახდა ხალხის რჩეული თვითმმართველობის არჩევნებით. ის ხალხი, რომელმაც საკრებულოს წევრები ნებით თუ ძალით აირჩია და რომელსაც, ეს დეპუტატები, 4 წლის განმავლობაში უნდა ემსახურონ. დაუწერელი კანონით, ვინც ,,იხდის”, ის უკვეთავს ,,სიმღერას“, მაგრამ ქართულ, დაწერილ საარჩევნო კანონებში, ყველაფერი სხვაგვარადაა და ,,დამკვეთი“, არჩევნების დასრულების დღიდან, სრულიად იგნორირებულია. ასეთ კანონს, ჩინოვნიკები, თავგამოდებით აღასრულებენ.

ხალხი მხოლოდ არჩევნებამდეა საჭირო, მერე, სანამ მომდევნო არჩევნების ციებ-ცხელება არ დადგება, მათ გარეშე ცხოვრება უკეთესიცაა, რადგან ამ წლებს, როგორც წესი, ხალხის რჩეულნი, საკუთარ გამდიდრებას ახმარენ. დიახ, ასეა უმეტეს შემთხვევაში და  ყველამ კარგად იცის, როგორი უსამართლოცაა ქართული პოლიტიკური რეალობა. ხალხი მხოლოდ ხმაა მავანთათვის, იაფი ხმა, რომელიც არჩევნებზეა დაფასებული, შემდეგ კი, მათ თვალებში მხოლოდ შიში, უიმედობა, წუხილი მოჩანს, მონობა აირეკლება.

ამჯერად სიღნაღის საკრებულოს ახალი შემადგენლობა უნდა გაგაცნოთ. ვრცელი შესავალი კი იმიტომ დამჭირდა, რომ ახლადარჩეული დეპუტატების გვარ-სახელები საჯარო სივრცეში ვერ აღმოვაჩინე. თითქმის ორი თვე გავიდა არჩევნებიდან და არც საოლქო კომისიის მიერ დამხვდა გამოქვეყნებული და არც სიღნაღის მუნიციპალიტეტს შეუწუხებია თავი, საკუთარ ვებგვერდზე რომ აეტვირთა. მოთხოვნის შემდეგ მივიღე კანონებიდან ამონარიდები, რომლითაც ირკვევა ის, რომ საკრებულოს ძველ შემადგენლობას  უფლებამოსილება უწყდება მაშინ, როცა ახალი შეიკრიბება და ახლებსაც, ლეგიტიმაცია, შეკრების დღიდან აქვთ. ასე და ამრიგად, სიღნაღის საკრებულოს ახალი შემადგენლობა ლეგიტიმური მხოლოდ 3 დეკემბრიდან იქნება, რადგან პირველი სხდომა ამ დღეს, 12 საათზე არის ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულთა სიის გამოქვეყნებას ხელს არაფერი უშლის, გვითხრეს, რომ მხოლოდ პირველის სხდომის  მერე ატვირთავს მუნიციპალიტეტი საჯარო სივრცეში სიას, რომელსაც ახლა ჩვენ, პირველები გავაცნობთ სიღნაღის მაცხოვრებლებს. ჩვენი აზრი კი ასეთია, ხალხმა ყველაზე გვიან არ უნდა გაიგოს, ვინ უნდა ემსახუროს მათ კეთილდღეობას  მუნიციპალიტეტში, 4 წლის განმავლობაში.

სიღნაღის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები არიან

მაჟორიტარები:

ცოტნე ბეჟაშვილი

მიხეილ კუტიბაშვილი

ვლადიმერ სიმონიშვილი

ზურაბ მინდორაშვილი

გოჩა ხოსიტაშვილი

ნანა ნანობაშვილი

ნინო ბახტურიძე

გიორგი სპანდერაშვილი

გოჩა შანშაშვილი

ილია ბაიდოშვილი

ირაკლი ზურაშვილი

გიორგი ელაშვილი.

პროპორციული სიით ანუ პარტიული სიით სიღნაღის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ

ქართული ოცნებიდან:

დავით ჯანიკაშვილი

ივანე მირიანაშვილი

ლია ბეჟაშვილი

მალხაზ ხუციშვილი

გიორგი ასანიშვილი

მზია სუხიშვილი

მალხაზ მჭედლიშვილი

გია პავლიაშვილი

მადონა ბატიაშვილი

გივი ქავთარაძე

გოჩა ტოკლიკიშვილი

მარინე ათანელიშვილი

გიგა ბაკაშვილი

კახაბერ ოტიაშვილი

 

ნაციონალირი მოძრაობიდან:

ნონა ნინიაშვილი

კონსტანტინე ხმალაძე

გიორგი ბაბაკიშვილი

გიორგი ელიზბარაშვილი

გიგა პაპუაშვილი

ნატო უსენაშვილი

მიხეილ ტუხაშვილი

ფიქრია ჯოხარიძე

გიორგი ზედელაშვილი

 

პარტია ,,გახარია-საქართველოდან“:

ლევან კაიდარაშვილი.

 

სიღნაღის საკრებულო დაკომპლექტდა მხოლოდ სამი პარტიით.

Euronews.ge -ს ,,სიღნაღის ამბები” მალე შემოგთავაზებთ თითოეული დეპუტატის ბიოგრაფიულ ცნობებს.

 

ნელი ვარდიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close