საზოგადოება

მე არ გადამაქვს ხეები ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ მე მივეცი ხალხს შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ თავისუფლები”

,,მზად ვარ გავცე პასუხი ყველა კითხვას. არ ვიცი რატომ ვეგონე ზოგს ისეთი სუსტი ან გამოუცდელი, არ ვიცი რატომ ეგონათ რომ ვერ მივხვდებოდი რა მეთოდებით დააპირებდნენ ჩემთან ბრძოლას, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მე აქ ვარ. ვიცი თქვენი ყველა ნაბიჯი და მაქვს ყველა კითხვაზე პასუხი.

მე არ ვარ ,,მევახშე”, მე ვარ ბანკირი. 1990იანი წლები საქართველოს ისტორიაში უმძიმესი წლები იყო,ხალხს შიოდა და დაბნეული იყო, არ იცოდნენ რა ეკეთებინათ, როგორ ეცხოვრათ. არ ჰქონდათ მომავლის იმედი. ამით ბევრმა ნაძირალამ ისარგებლა. თუკი შუბლის ძარღვს გაიწყვეტდი, წარმატება უმალ მოვიდოდა. საკმარისი იყო წასულიყავი კონსესუსზე შენს ადამიანობასთან და ეშმაკი იმწამსვე დაგაჯილდოვებდა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. მე მაშინ სასტარტო კაპიტალი მოვაგროვე და შემეძლო გამეკეთებინა ნებისმიერი რამ, მეყიდა სახელმწიფო შენობები, დახურული ქარხნები და დავლოდებოდი ხელსაყრელ მომენტს იმისათვის რომ ათასმაგად გამეყიდა. შემეძლო ჯართში ჩამებარებინა ვაგონები, მომეგროვებინა ფული და უცხოეთში წავსულიყავი, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ასე არ მოვიქეცით.

ჩვენ ფული გრძელვადიან ბიზნესში ჩავდეთ და ვიცოდით რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევდით შედეგს, თუკი საქართველო გადარჩებოდა. ჩვენ ვიწამეთ საქართველოსი მაშინ, როდესაც მისი არავის არ სწამდა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ თავისუფლება გარდა ცნებისა, არის ძალიან კონკრეტული მდგომარეობა. ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი თუკი არ აქვს სამსახური, ხელფასი, შემოსავალი. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ საქართველოსთვის შანსი მიგვეცა და შეგვექმნა დაწესებულება რომელიც მოსახლეობას ფულზე წვდომის საშუალებას მისცემდა. ჩვენ არავისთვის მიგვიცია თევზი, მაგრამ მივეცით საშუალება ეყიდათ ანკესი. ამის სანაცვლოდ კი ზუსტად იმდენ ფულს ვითხოვდით, რამდენი კიდევ უფრო მეტი ხალხისთვის ფულზე წვდომის საშუალების გაზრდას დასჭირდებოდა. ყოველი პროცენტი სესხზე რომელსაც თქვენ იღებთ, ნიშნავს ყოველ ახალ თეთრს სხვა ადამიანის ჯიბეში, რომელსაც ასევე სჭირდება ფული, რადგან სწყურია თავისუფლება.

დიახ, შეიძლება მე არ ავაშენე სამება ან არ გადამაქვს ხეები ქალაქიდან ქალაქში, მაგრამ მე მივეცი ხალხს შესაძლებლობა გამხდარიყვნენ თავისუფლები. მე ამის მჯერა და ახლა უკვე ახალი ფრონტიდან, ახალი პლატფორმიდან, ახალი ძალითა და შემართებით ვიბძოლებ ამისთვის.

ამ ომს ჩვენ მოვიგებთ.”- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close