საინტერესო

,,ეს კაცი არ არის ვინმეს საღლიცინო_ ირაკლიმ თვალი 2009 წლის 6 მაისს, პოლიციის სამმართველოსთან დაკარგა”

,,უკვე იმდენი ღლიცინით და ცინიზმით სავსე პოსტი შემხვდა , რომ თავი ვალდებულად ჩავთვალე , გითხრათ : ეს არის -ირაკლი ხომასურიძე , უვაჟკაცესი და ძალიან ღირსეული თბილისელი (ნახალოვკელი ) კაცი . როდესაც წვიმასავით მოდიოდა პლასტიკური ტყვიები სამმართველოდან 2009 წლის 6 მაისს , იმ დღეს პატარა გრეჩიხა , რომ გადახტა სამმართველოს ეზოში. ,მე ერთი ტყვია მუხლში მომხვდა და ერთი ყურში , გადავრჩი ერთი სიტყვით სერიოზულ დასახიჩრებას , ირაკლიმ კი იმ დღეს რომელიც ჩვენს გვერდით იდგა , თვალი დაკარგა , თუმცა მას შემდეგ არავის გახსენებია და უხსენებია მისი თვალი და ჯანმრთელობა ! არც თვითონ უთხოვია ვინმესთვის მოწყალება , არადა თვალი დაკარგა ადამიანმა , სხეულის ნაწილი და თვალის ჩინი კი არა , მთელი ჩემი სიცოცხლე ენაცვალოს ჩემს სამშობლოსო ასე თქვა ! მე არავის არც ჭკუას ვასწავლი და არც ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციობაზე მქონია ოდესმე პრეტენზია , თუმცა ძალიან გულზე მხვდება , რომ ასეთ ღირსეულ ადამიანზე ღლიცინებთ . არ არის ეს კაცი არავის საღლიცინო , ღრმად მწამს რატომღაც ეს” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ბესო დანელია.

Related Articles

Back to top button
Close