საინტერესო

ფენქეიქის რეცეპტი თიკა ფაცაციასგან

„ვგიჟდები, მიყვარს! ხილით, ჯემითაც კარგია!“

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ინსტაგრამგამომწერებს ფენქეიქის რეცეპტს უზიარებს. „ვგიჟდები… მიყვარს „სგუშონითა” და ხილით, ჯემითაც კარგია”, – წერს ტელეწამყვანი.

.

ფენქეიქი თიკა ფაცაციას რეცეპტებით ასე მზადდება:

ინგრედიენტები:

კვერცხი – 2 ცალი, შაქარი – 2 სკ, რძე – 1 ჭიქა, კარაქი – 70 გ, ზეთი, ფქვილი – 1.5 ჭიქა, მარილი, სოდა – 1.5 ჩკ, გამაფხვიერებელი, ვანილი.

მომზადება:

2 კვერცხი და 2 სკ. შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა რძე და თუ მაქვს კარაქი ვადნობ და ვამატებ დაახლოებით 70/100 გ.-ს ან ცოტა ზეთს ვასხამ. ვამატებ 1.5 ჭიქა ფქვილს, მწიკვ მარილს, 1.5 ჩკ. სოდას და თუ მაქვს ასევე გამაფხვიერებელსაც ვამატებ და ვანილს. შემდეგ ტაფაზე უცხიმოდ დაბალ ცეცხლზე ვაცხობ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close