პოლიტიკა

ლეიბორისტებმა პარლამენტში შეიტანეს პროექტი – ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის” შესახებ

გაგრის დაცემი დღეს ლეიბორისტებმა საქართველოს პარლამნეტში შეიტანეს დადგენილების პროექტი ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის” შესახებ და მისი გადაუდებლად მიღება მოსთხოვეს.

დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გენოციდის დღეა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის სტადიონზე რუსმა ოკუპანტებმა და დაქირავებულმა ,,ბოევიკებმა“ ქართველთა მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთი და ეს გენოციდი ჩვენს ერზე დღესაც გრძელდება. ათეულ ათასობით მოკლული, დანგრეული სოფლები და ქალაქები, საკუთარ სამშობლოში საზღვრის დარღვევაზე დაკავებული ადამიანები გახდა ყოველდღიური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უბედურება რაც დაგვემართა: სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსი, სიღატაკე და უმუშევრობა, დემოგრაფიული კატასტროფა, ქვეყნის დაშლა და ხალხის თავის საშველად გაქცევა სწორედ  ამ გენოციდურ ოკუპაციას უკავშირდება, რაც დღემდე გრძელდება. ისტორიულადაც, ყველა დამპყრობი აქ მოდიოდა არა მხოლოდ მიწის დასაპყრობად, არამედ მათი მიზანი იყო ქართველი ხალხის, ქართული ცივილიზაციის, ქართული ფენომენის გადაშენება.

დღეს ჩვენ საქართველოს პარლამენტში შეგვაქვს დადგენილების პროექტი ,,ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდი შესახებ“, რაც შეწყვეტს ამ გამანადგურებელ პროცესს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება გულწრფელი და პასუხისმგებელი თავის ხალხთან, მიიღებს ამ დოკუმენტს და ამით საფუძველს დაუდებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ახალ ეტაპს. იმედია,  გაიხსნებენ, რომ ებრაელები და სომხები დღემდე გადარჩნენ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი და იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტს, დიდი ხანია მიღებული აქვს ჩერქეზთა გენოციდის დადგენილება და ისე არ გამოვა, რომ კუდა ხარი სხვას ბუზებს უნიავებდაო _  საკუთარი თავისთვის ვერ მიგვიხედია და სხვა ერების ბედს დავტირით.

მოვუწოდენ საქართველოს პარლამენტს! შგიძლიათ შეხვიდეთ ქვეყნის ისტორიაში და ბევრწილად ჩამოიწმინდოთ სირცხვილი, რაც თქვენ მხრებზე, სინდისზე და პოლიტიკურ მოღვაწეობაზეა! გადაუდებლად კენჭი უყარეთ ამ დაგენილებას, მით უფრო იმ ფონზე, რომ დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო იღებს დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ჩვენ ვუწყობდით თურმე გენოციდს მცირე ერებს საქართველოში.  თუ კიდე მოგვიგო რუსეთმა ამაში იდეოლოგიური ომი, მთელი პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ! თუ ამ დადგენილებას თქვენ არ მიიღებთ, ამას მსოფლიო, ისტორია  მაინც აღიარებს, მაგრამ ამას ჩვენ ვეღარ გავიგებთ. იმედია აქამდე არ მივა საქმე.

 

 

 

 

Related Articles

Back to top button
Close