საზოგადოება

,,რაჭაში განადგურებული წაბლის კორომებით ნაშოვნი მილიონებით, ივანიშვილებს, ამაზონის ტყის გადარჩენა გადაუწყვეტიათ”

,,როდესაც ბორჯომ–წაღვერის უნიკალური ტყე დაგვეწვა, ამ ნარკოტიზმის მადიდებელი ბატონის მამამ საკუთარი, ავღანეთში და სხვაგან გაქირავებული 12 ვერტმფრენიდან არცერთი არ მოახმარა თავის ქვეყანას და რა თქმა უნდა, არც ერთი თეთრი არ გაიღეს ამ და სხვა გადამწვარი ტყის აღსადგენად. უფრო მეტიც, მთელ რაჭაში ფირმა ,,ატუ”-ს მეშვეობით გაანადგურეს წაბლის კორომები, რითაც ნაშოვნი მილიონებით ამაზონის გადარჩენა გადაუწყვეტიათ. ეს ისე, ცნობისათვის” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შა;ვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად მილიონზე მეტი თანხის გადარიცხვას აპირებს.

Related Articles

Back to top button
Close